ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის არმია საფრთხის წინაშე დგას


აშშ-ის არმია საფრთხის წინაშე დგას
აშშ-ის არმია საფრთხის წინაშე დგას
<!-- IMAGE -->

ამერიკელი სამხედროები აცხადებენ, რომ არმიის მომავალს საფრთხეს ახალგაზრდა თაობის ზედმეტი წონა უქმნის. გადამდგარი მარალჩინოსანი სამხედროების ჯგუფმა შეერთებული შტატების კონგრესს წარუდგინა ანგარიში, რომელშიც ნათქვამია, რომ ჩვიდმეტიდან ოცდაოთხ წლამდე ასაკის ცხრა მილიონი ახალგაზრდა ამერიკელი ზედმეტი წონისაა, რაც ახალგაზრდა ამერიკელთა 27 პროცენტს შეადგენს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ეს ახალგაზრდები არმიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებენ და რომ ზედმეტი წონა არმიაში მსახურის მოსურნეთა დაწუნების მთავარ სამედიცინო მიზეზს წარმოადგენს. გადამდგარი მარალჩინოსანი სამხედროების ჯგუფმა ქვეყნის კანონმდებლებს, სკოლებში არაჯანსაღი საკვების გაყიდვის გაკონტროლება მოსთხოვა.

XS
SM
MD
LG