ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროპაში ფრენები ნაწილობრივ აღდგება


ევროპაში ფრენები ნაწილობრივ აღდგება
<!-- IMAGE -->

ევროპის საჰაერო მიმოსვლის კონტროლის სააგენტო აცხადებს,რომ ისლანდიაში ვულკანის ამოფრქვევის გამო გადადებული საჰაერო რეისების ერთი მესამედი აღდგება.
ევროკონტროლის განცხადებით,დღეიდან კონტინენტზე განრიგით დაგეგმილი 28 ათასი ავიარეისიდან , 9ათასი რეისი განახორცილებს მგზავრების გადაყვანას.
ამ ფონზე საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტირების ასოციაცია ევროპის სახელმწიფოთა მიმართ ერთგვარ უკმაყოფილებას გამოხატავს. მათი თქმით, ქვეყნებმა არ გამოიჩინეს სათანადო ოპერატიულობა იმისათვის,რათა საჰაერო მიმოსვლა ამდენი ხნით არ შეჩერებულიყო. ევროკავშირის ტრანსპორტის კომისიონერის სიმ კალასის განცხადებით, ვულკანის ფერფლის გამო გადადებული რეისებით სედეგად ევროპის საჰაერო ინდუსტრიას უდიდესი ზარალი მიადგა:
„ეს ის უპრეცედენტო შემთხვევაა,რომლის დროსაც საჰაერო სივრცე სრულად დაიხურა და შექმნილი ვითარება იოლად და სწრაფად ვერ მოგვარდება“
ციტატის დასერული


XS
SM
MD
LG