<!-- IMAGE -->
დღეს მოვიგონებთ იმ მნიშვნელოვან ისტორიულ მომენტებს,რომლებიც ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიის მანძილზე აპრილის თვეში მოხდა.
1947წლის 16აპრილს ტეხასის შტატის საპორტო ქალაქი ტექსას სითი აფეთქებებმა და ხანძარმა მოიცვა.ერთვი თვე გახდა საჭირო იმისთვის,რომ მაშველებს კატასტროფის ადგილები გაეწმინდათ და მსხვერპლის რაოდენობა ზუსტად დადგენილიყო.საბოლოოდ გაირკვა ,რომ სიგარეტის ნამწვავით გამოწვეულმა აფეთქებამ ხუთასი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და სამი ათასი ადამიანი მძიმედ დააზარალა.უმნიშვნელო ხანძარი ქალაქის პორტში ფრანგული სატვირთო გემიდან დაიწყო ,რომელიც შემდეგ მთელს ხომალდზე გავრცელდა და გემზე არსებული ტვირთის - ამონიუმის ნიტრატის უძლიერესი აფეთქება გამოიწვია .აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძარი მალე პორტსა და ახლომდებარე შენობებსაც მოედო. აღსანიშნავია,რომ ტექსას სიტის პორტში აფეთქება იმდენად ძლიერი იყო,რომ 250კილომეტრის მოშორებით მდებარე ქალაქებში შენობები ძლიერად შეზანზარდა და ზოგან მინებიც კი ჩაიმსხვრა.
1862წლის 16აპრილს,ვაშინგტონში შეერთებული შტატების იმდროინდელმა პრეზიდენტმა აბრაამ ლინკოლნმა ხელი მოაწერა კანონს,რომელმაც ამერიკის შეერთებულ შტატებში მონობა გააუქმა. კანონის თანახმად, სახელმწიფო დედაქალაქში მცხოვრებ მონების პატრონს -თითო განთავისუფლებულ მონაში 400დოლარს ჩუქნიდა. ლინკოლნი ფიქრობდა,რომ ამერიკელებს მსგავსი კანონი წაახალისებდა და ხელისუფლების თანადგომას დააფასებდა,თუმცა ზოგიერთ შტატში მცხოვრებ ამერიკელებს კანონი მაინც არ მოეწონათ.
1961წლის 17 აპრილს შეერთEბულ შტატებში გაწრთვნილმა კუბელმა დევნილმა სამხედროებმა კუბაზე იერიში იმ მიზნით მიიტანეს,რომ ფიდელ კასტროს კომუნისტური ხელისუფლება დაემხოთ.ეს სამხედრო ოპერაცია პრეზიდენტი ეიზენჰაუერის დროს დაიგეგმა და მხოლოდ კენედის ხელისუფლებაში ყოფნის დროს იქნა განხორციელებეული.სამხედრო ოპერაცია,რომელსაც პირობიტად ღორების ყურეს ოპერაცია ეწოდა -მარცხით დასრულდა.მარცხზე პასუხისმგებლობა სრულად საკუთარ თავზე შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯონ კენედიმ აიღო.
1906წლის 18 აპრილს ,დილის 5საათზე,როცა კალიფორნიის ნისლიან საპორტო ქალაქს სან ფრანცისკოს ღრმა ძილით ეძინა,მიწისქვეშა ბიძგებმა ქალაქი შეაზანზარა.ძლიერმა მიწისძვრამ ქალაქის ცენტრში რამდენიმე მაღალსართულიანი შენობა დაანგრია,რომელთა შორის პირველი ქალაქის მერიის შენობა იყო. როცა სტიქია დაცხრა და ბიძგებიც შეჩერდა, ქალაქის მიწისქვეშა გაზის დაზიანებული მილებიდან ბუნებრივმა აირმა გამოჟონა,მალე ნაპერწკალმა ცეცხლი გააჩინა და რამდენიმე ხანში სანფრანიცსკოს უდიდესი ნაწილი ცეცხლში გაეხვია.სახანძრო მანქანებმა ქალაქში ხანძრის ჩაქრობა ბევრ ადგილას ვერ შეძლეს ,რადგან მიწისძვრით დაზიანებული მილების გამო, ქალაქს წყლის მიწოდება შეწყვეტილი ჰქონდა .სტიქიითა და შემდგომ გაჩენილი ხანძრის შედეგად სან ფრანცისკოში სულ 500ადამიანი დაიღუპა ,ათი ათასობით კი ადამიანი სუხალკაროდ დარჩა. საერთო ზარალმა 400მილიონ დოლარს მიაღწია.
1984წლის 26აპრილს 79წლის ასაკში გარდაიცვალა უდიდესი ამერიკელი ჯაზ პიანისტი კაუნტ ბეისი.ბეისი 1904 წელს ნიუ ჯერსიში დაიბადა,ფორტეპიანოზე დაკვრა ბავშვობაში დედამ ასწავლა.მუსიკოსობა ნოი იორკში გადასვლის შემდეგ დაიწყო. 1935 წელს ბეისი ჩიკაგოს ცნობილი ჯგუფს ჩაუდგა სათავეში და მალე დიდი პოპულარობა მოიპოვა.
კაუნტ ბეისიმ უზარმაზარი გავლენა მოახდინა ამერიკულ ჯაზზე და დღემდე სვინგის მუსიკოსთა შორის ერთერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავად ითვლება.