ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანში  შვიდი ადამიანი დაიღუპა


პაკისტანში  შვიდი ადამიანი დაიღუპა
პაკისტანში  შვიდი ადამიანი დაიღუპა

<!-- IMAGE -->

პაკისტანის პოლიციის განცხადებით, დღეს ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში თვითმკვლელმა ტერორისტმა დანაღმული ავტომანაქნით პოლიციის განყოფილებაზე იერიში მიიტანა, რის შედეგადაც დაიღუპა შვიდი ადამიანი, ბავშვის ჩათვლით. აფეთქების შედეგად დაიჭრა ოცდაექვსი ადამიანი, მათ შორის ექვსი პოლიციელი.


პოლიციის თქმით, კოჰატის რეგიონში მომხდარი აფეთქებისთვის ტერორისტებმა 200 კილოგრამი ასაფეთქებელი მასალა გამოიყენეს.
აღსანიშნავია ისიც, რომ გაული ორი დღის მანძილზე ეს იყო უკვე მეორე ტერორისტული თავდასხმა ამ რეგიონში.


შაბათს, იძულებით გადაადგილებულ პირთა ბანაკში ორი თვითმკვლელი ტერორისტის აფეთქების შედეგად დაიღუპა სულ ცოტა 41 ადამიანი და 60-ზე მეტი დაიჭრა.


XS
SM
MD
LG