ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთის სამხედრო გამჭვირვალობა


ჩინეთის სამხედრო გამჭვირვალობა
ჩინეთის სამხედრო გამჭვირვალობა

<!-- IMAGE -->

პეკინთან ახლოს სამხედრო ბაზაზე ჩინეთმა სამხედრო საჰაერო შოუ მოაწყო. ჩინეთის ხელისუფლებამ სამხედრო გამჭვირვალობის დამტკიცების მიზნით, შოუზე უცხოელი დიპლომატები და ჟურნალისტები მიიწვია. იანგსუნის სამხედრო საჰაერო ბაზაზე, ჩინური ავიაგამანადგურებლის ჯეი-10-ის ჩვენებას, 50-ზე მეტი უცხოელი სამხედრო ატაშე აკვირდებოდა. შოუს შემდეგ უცხოელ სტუმრებს სამხედრო თვითმფრინავების ახლოდან დათვალეირების უფლება მისცეს. ამის შემდეგ საჰაერო საბრძოლო დანაყოფის უფროსმა თავისი ჯგუფი წარადგინა. მან პრეზენტაცია იმით დაასრულა, რომ მომავალში უცხოელებთან მეგობრული გაცვლების სურვილი გამოთქვა.

მან ასევე მტკიცე პასუხი გასცა შეფარვით დასმულ კითხვას, ჯობია თუ არა ჩინეთის საჰაერო ძალები შეერთებული შტატების თვითმფრინავებს.
მართალია მას კონკრეტული მოწინააღმდეგე არ დაუსახელებია, თუმცა განაცხადა, რომ ჩინეთს ნებისმიერი მტრული სამხედრო ძალის დამარცხება შეუძლია, იმისდა მიუხედავად, თუ რამდენად ძლიერია ეს მოწინააღმდეგე.

პოლკოვნიკმა იან ფენგმა ასევე პასუსი გასცა თავის ამერიკელი კოლეგის ვიცე-პოლკოვნიკ ჯეფრი ლოის კითხვას, თუ რომელ ქვეყანაში ისურვებდა ამ შოუს მოწყობას.

„შესაძლებლობა რომ მომეცეს, მე ძალიან მინდა ეს საჰაერო შოუ შეერთებულ შტატებში წარმოვადგინო ამერიკულ თვითმრინავებთან ერთად.“
განაცხადა იან ფენგმა.

უნდა ითქვას, რომ უკანასკნელი რამდენიმე წლის მანძილზე ჩინეთმა მნიშვნელოვნად გაზარდა თავისი ბიუჯეტი სამხედრო ძალების მოდერნიზების მიზნით.
ამით პეკინმა მეზობლების და შეერთებული შტატების კრიტიკაც დაიმსახურა, რისი საფუძველიც ჩინეთის სამხედრო ძალების არაგამჭვირვალობა იყო. ამდენად ამ შოუს ტრანსპარენტულობის ჩვენების დატვირთვა უფრო ქონდა.

შოუს ასევე ესწრებოდა ისრაელის საელჩოს სამხედრო ატაშე იოსეფ ენგლერშერი.

„ვფიქრობ, ჩინურ ჯეი-10-ის შესაძლებლობებმა საკმაოდ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენზე. ჯეი-10-ს კარგი შესაძლებლობები გააჩნია და კარგი დემონსტრირება იყო. ასევ კარგი იყო დისკუსია. იანმა საკმაოდ გახსნილად გვიპასუხა. “
განაცხადა ისრაელის სამხედრო ატაშემ.

ჩინეთის სამხედრო სარდლობის განცხადებით ისინი საერთაშორისო საზოგადოებას ჩინეთის შეიარაღებული ძალების შესახებ უფრო მეტ ინფორმაცის მიაწვდიან.


XS
SM
MD
LG