<!-- IMAGE -->
საქართველოში, სოციალურად უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ოჯახებისთვის სპეციალური სახელმწიფო პროგრამა მუშაობს.
ამ პროგრამის ფარგლებში შექმნილია სიციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზა. ოჯახი, რომელიც სოციალურად დაუცველის სტატუსს მიიღებს, სარგებლობს ყოველთვიური ფულადი შემწეობით, რაც იმაში გამოიხატება, მისი ყოველი სრულწლოვანი წევრი თვეში, დაახლოებით 12–13 დოლარის ექვივალენტ თანხას იღებს ლარებში.
სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ეს პროგრამა იმითაცაა მიმზიდველი, რომ იგი ჯანმრთელობის დაზღვევის შესაძლებლობას იძლევა. თუმცა ამ მიმართულებით საკმაოდ დიდი ხარვეზი არსებობს. სოციალურად დაუცვველის სტატუსისა და ჯანმრთელობის დაზღვევის ვაუჩერის მიღება დროში ერთმანეთს არ ემთხვევა. ეს იმას ნიშნავს, რომ ოჯახი, რომელიც სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში ირიცხება, ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისის მიღებას, შეიძლება, ნახევარი წლის მანძილზე ელოდოს. თუ მას ამ პერიოდის მანძილზე მკურნალობა დასჭირდა, ვალდებულია თანხა ჩვეულებრივ გადაიხადოს, მიუხედავად მისი სოციალურად დაუცველის სტატუსისა.
ბატონი გივი კობახიძე გორში სოციალური მიმსახურების ცენტრს ხელმძღვანელობს. იგი ადასტურებს, რომ სოციალურად დაუცველობის მოწმობის მიღებასა და ჯანმრთელობის დაზღვევის ვაუჩერის გაცემას შორის ხანგრძლივობა ზოგჯერ მართლაც ნახევარი წელია. ამას იგი იმით ხსნის, რომ შეიძლებოდა ოჯახს მანამდე განსხვავებული სარეიტინგო ქულა ჰქონოდა. არის სხვა მიზეზიც, კერძოდ ტენდერი, რომელიც ჯანმრთელობის დამზღვევ კომპანიებს შორის ჩატარდა, მაგრამ შემდეგ ჩაშლილად გამოცხადდა.
ბადრი გიორგაძის იჯახი სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაშია შესული. სოციალურმა აგენტმა მისი მდგომარეობა 2009 წლის ნოემბერში შეამოწმა და სარეიტინგო ქულად 34000 დადგინდა, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია. სამედიცინო მომსახურების მიღება 70 000 ქულითაცაა შესაძლებელი. თუმცა ბადრი გიორგაძე ჯანმრთელობის დაზღვევით ჯერაც ვერ სარგებლობს. 17 მარტს მას შვილი შეეძინა. მაშინ მან იცოდა, რომ მისი სამედიცინო დაზღვევის პოლისი ძალაში ორი კვირის შემდეგ, 1 აპრილიდან შედიოდა. უამრავი პრობლემა შეექმნა სამშობიაროშიც, საიდანაც დავალიანებით გამოწერეს, მშობიარობისთვის საჭირო 400 ლარი მაშინ მან ვერ გადაიხადა. 200 ლარით ერთ–ერთი საქველმოქმედო ორგანიზაცია დაეხმარა მის მეუღლეს, როგორც აფხაზეთიდან დევნილს. სახელმწიფო უწყებებმა დახმარებაზე უარი განაცხადეს, რადგან სოციალურად დაუცველი ოჯახების ჯანმრთელობის უზრუნველყოფზე ზრუნცა ცალსახად სოციალური მომსახურების სააგენტოს პრერპოგატივაა.
ანალოგიურ მდგომარეობაში სიციალურად დაუცველი არაერთი ოჯახია. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისი ხელმძღვანელი ქეთევან ბებიაშვილი ამბობს, რომ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრომ პროგრამის დახვეწაზე უნდა იფიქროს.