<!-- IMAGE -->
ბუდისტმა ბერებმა დღეს მიწისძვრის შედეგად დაღუპული ასობით ადამიანის მასობრივი კრემაციის ცერემონიალი ჩაატარეს. მიწისძვრა ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მოხდა.
კრემაციის ცერემონიალი ეპიცენტრთან ახლოს იუშუს მთების ძირში, ქინგაის პროვინციაში ჩატარდა. ტიბეტელმა ბერებმა დაღუპულთა გვამები ბუდისტური ცერემონიალის მიხედვით ცაატარეს.
ოფიციალური ინფორმაციით, ოთხშაბათს მომხდარმა 6 მთელ 9 მეათედიანმა მიწისძვრამ 1144 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. სამაშველო ოპერაციები ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
ჩინეთის ტრანსპორტის სამინისტროს წარმომადგენელმა პეკინში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მაშველების საქმიანობას უამინდობა და რთული კლიმატური პირობები ართულებს.