შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ის ფინანსური რეფორმის გატარებას აპირებს, რომელიც მისი საპრეზიდენტო პროგრამის მორიგი დიდი ინიციატივაა. მისი თქმით, მას კონგრესში კანონპროექტის გასატარებლად ბრძოლა მოუწევს.
ყოველკვირეულ რადიო მიმართვაში, ბატონმა ობამამ დღეს განაცხადა, რომ ფინანსური ბაზრის ერთ-ერთი კომპლექსური ასპექტი, რომელიც წარმოებული მოგების ოპერაციებს მოიცავს, ღია ბაზარზე იქნას გამოტანილი. ანალიტიკოსების თქმით, 2008 წლის ფინანსური კრიზისის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი მსგავსი საბანკო ოპერაციები იყო.
ბატონი ობამას განცხადებით, ამერიკელი გადასახადის გადამხდელები აღარ იქნებიან პასუხისმგებლები დახმარება გაუწიონ დიდ ბანკებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს, რადგანაც მასტიმულირებელი თანხების გარკვეული ნაწილი ვოლ სტრიტზე აქციების მფლობელებისა და ფინანსური ინსტიტუტების ხელმძღვანელების ბონუსებს მოხმარდა.
მან ასევე დაადანაშაულა სენატის რესპუბლიკელი ლიდერები ვოლ სტიტთან პირის შეკვრაზე კონგრესში ფინანსური რეფორმის დასაბლოკად.