ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირან-ავღანეთის ურთიერთობები


შეერთებული შტატები მიესალმება ავღანეთის სურვილს აწარმოოს პროდუქტიული ურთიერთობა მეზობელ ქვეყნებთან ისეთი საერთო სირთულეებისთვის თავის გასართმევად, როგორიცაა ნარკოტიკების გადაზიდვა. მაგრამ შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა რობერტ გეიტსმა ირანის მთავრობა ავღანეთში „ორმაგ თამაშში“ დაადანაშაულა:

ირანი ავღანეთის მთავრობას მხარდაჭერას სთავაზობს და ამასთან ერთად, თალიბთა მოძრაობასაც ეხმარება. მარტში ავღანეთში ყოფნის დროს ამერიკის გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელმა ადმირალმა მაიკლ მალენმა განაცხადა, რომ ირანს მზარდი უარყოფითი გავლნა აქვს ავღანეთზე. მაგალითად მან „ირანიდან ყანდაარში იარღის მნიშვნელოვანი ტვირთის გამოგზავნა“ დაასახელა, რომლის შესახებაც მას ცოტა ხნის წინ შეატყობინეს. პენტაგონის წარმომადგენელმა ჯეფ მორელმა განაცხადა, რომ ირანელები „მცირე მასშტაბებით, მაგრამ მაინც ეხმარებიან თალიბ მეამბოხეებს, რომლებიც ავღანეთში ჩვენი ძალისხმევის ხელის შეშლას და ჩვენი ძალებისთვის ზიანის მიყენებას ისახავენ მიზნად საკუთარი საქმიანობის გაგრძელებით:“ ეს არ არის პროდუქტიული და ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ირანი გადააფასებს იმას, თუ რა სახით სურს ავღანეთთან სამომავლო ურთიერთობის გაგრძელება. ბატონმა მორელმა განაცხადა, რომ ირანთან დადებითი უერთიერთობის ქონა ავღანეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონში მსვიდობისა და უსაფრთხოების დასამყარბლად: „მათ ხანგრძლივი ისტორიული, კულტურული და სავაჭრო ურთიერთობები აქვთ დასავლეთით მდებარე მეზობლებთან და არ მგონია ამ მთავრობაში ვინმეს სურდეს, რომ ურთიერთობა მათ შორის არასწორად ჩამოყალიბდეს.“ ბატონი მორელის თქმით, ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო წამოჭრილი დავის ფონზე, ირანის მოქმედებები ავღანეთში „ხელს არ უწყობს მათ ძალისხმევას საერთაშორისო საზოგადოება დაარწმუნონ იმაში, რომ ნამდვილად სურთ მსოფლიო საზოგადოებაში დადებითი წვლილი შეიტნონ, რომ უნდა ვენდოთ მათ იმაში, რომ რასაც სიტყვიერად ამბობენ ნამდვილ ზრახვებს წარმოადგენს.“ ასეთი მოქმედებები, ბატონი მორელის თქმით, ირანის მიმართ ნდობას ამცირებს.


XS
SM
MD
LG