ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნები ორ თვეში გაიმართება


პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნები ორ თვეში გაიმართება
პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნები ორ თვეში გაიმართება

<!-- IMAGE -->


ვარშავაში პოლონელები პრეზიდენტის სასახლის წინ შეკრებილან. შენობის შესავლელი სანთლებით და ყვავილებითაა მორთული.პოლონეთის მოქალაქეები ქვეყნის პრეზიდენტს ეთხოვებიან.

მას მერე,რაც პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ცხედარი სამშობლოში ჩამოასვენეს, სამოქალაქო პანაშვიდს ათასობით ადამიანი დაესწრო.ყველა მათგანი შეძრწუნებას და წუხილს ვერ ფარავდა.


„იგი ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი იყო,რომელიც ერთხმად ავირჩიეთ და ქვეყნის სადავეები გადავაბარეთ.მადლობა ღმერთს,რომ ასეთი ადამიანი ჩვენს ქვეყანას მართავდა“

ვარშავის ცენტრში პრეზიდენტის დაღუპვასთან დაკავშირებით წუხილის გამოსახატად ის პოლონელებიც მოვიდნენ,ვინც ლეხ კაჩინსკის პრეზიდენტობით უკმაყოფილი იყო:

„ყველა პოლონელს როდი მოსწონდა ქვეყნის პრეზიდენტი,მაგრამ ტრაგედიამ ყველა ჩვენთაგანი თანაბრად შეძრა.“

„თქვენი აზრით,როგორ აისახება ეს მოვლენა ქვეყნის ცხოვრებაზე?“

„სამწუხაროდ პოლონეთს არაერთი ტრაგიკული შემთხვევა გადახდენია თავს და ამასაც გადაიტანს . საშინელება ის არის,რომ ამ ტრაგედიას უამრავი ხალხი შეეწირა.ჩვენ ვილოცებთ მათი სულებისთვის“

რუსეთში მომხდარ ავიაკატასტროფას პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი,მისი მეუღლე , ქვეყნის სამხედრო მაღალჩინოსნები და ცნობილი საზოგადო მოღვაწეები ემსხვერპლნენ.პოლონეთის დელეგაცია კატინში მიემგზავრებოდა ,სადაც მეორე მსოფლიო ომის დროს რუსების მიერ მოკლული 22.000 პოლონელი ჯარისკაცისთვის სამახსოვრო პატივი უნდა მიეგოთ.

ამ ეტაპზე გამოძიება ავიაკატასტროფის მიზეზებს ირკვევს.რუსეთის ოფიციალურ პირთა განცხადებით,პოლონელმა პილოტმა უამინდობასთან დაკავშირებით ხმელეთიდან მიწოდებულ გაფრთხილებას ყურადღება არ მიაქცია და გადაწყვიტა თვითმფრინავი ნისლიან აეროდრომზე დაესვა. ამ გადაწყვეტილებას მიზეზი გახდა ტრაგედიაც.

პოლონეთის პრეზიდენტისა და მთავრობის წევრების დაღუპვას მთელი მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები გამოეხმაურნენ.შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მთავრობის სახელით ღრმა მწუხარება გამოთქვა მომხდართან დაკავშირებით.

რამდენიმე დღეში რუსეთში ავოაკატასტროფაში დაღუპულთა ოჯახის წევრები ჩავლენ .მათ ახლობელთა ცხედრები უნდა ამოიცნონ და სამშობლოში გადმოასვენონ.

პოლონეთს კი დროებით პარლამენტის სპიკერი მართავს.უახლოეს ხანში ქვეყანა ახალ პრეზიდენტს აირჩევს. არჩევნების თარიღი ორ კვირაში გამოცხადდება.სავარაუდოდ პოლონეთს ახალი პრეზიდენტი 2 თვეში ეყოლება.


XS
SM
MD
LG