ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტაილანდის პრემიერ მინისტრის წუხილი


ტაილანდის პრემიერ მინისტრის წუხილი
ტაილანდის პრემიერ მინისტრის წუხილი

<!-- IMAGE -->


სახელმწიფო ტელევიზიით სიტყვით გამოსვლისას, ტაილანდის პრემიერ მინისტრმა აბისიტ ვეჯაჯივამ მწუხარება გამოთქვა ბოლო დღეების ძალადობის შედეგად დაღუპულთა ოჯახების წინაშე.
პრემიერის თქმით, ის ნანობს რომ სისხლის ღვრა და ადამიანის მსხვერპლი ანტი-სამთავრობო პროტესტებმა გამოიწვია. მან დასძინა რომ ძალადობის ზუსტ მიზეზებს ბოლომდე გამოიძიებენ და ისიც დაამატა, რომ თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.
მთავრობის პრეს-სპიეკრის პანიტან ვატანაიაგორნის თქმით, გამოძიება ყველა ასპექტს მოიცავს და დემონსტრანტებს მონაწილეობის მისაღებად მიიწვევენ.

“ჩვენ გვინდა რომ სამართლიანობამ იზეიმოს. ვაპირებით დავეკითხოთ დამოუკიდებელ ინსტიტუტებს და პოლიციის გარკვეულს სტრუქტურებს რომ ადამიანების სიკვდილის მიზეზების გამოიძიებისას ყველაფერი გავითვალისწინოთ. ჩვენ გვახარებს ის ფაქტი, რომ შეგვიძლია მოვიწვიოთ დემონსტრანტების წარმომადგენლები, რათა მიზეზების შემსწავლელი კომისიის წევრები გახდნენ.”

პანიტანის თქმით, 4 სამართალდამცველი დაიღუპა და 200 მდე დაშავდა, მათგან 90 მძიმე მდგომარეობაშია. მან ის დემონსტრანტები გააკრიტიკა, რომლებიც იარაღს იყენებ და უარყო ინფორმაცია სამხედროების მიერ ცრემლსადენი გაზის გამოყენების შესახებ.
ერთ თვიანი პროტესტი ძალადობაში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც პოლიციამ ეგრეთ წოდებული “წითელ პერანგიანების” დაშლა ძალის გამოყენებით გადაწყვიტა.

ერთ-ერთი ოპოზიციონერი, რომელიც თავს მისტერ გუნს უწოდებს, შეტაკების თვითმხილველია:
“ვერტმფრენებიდან ცრემლსადენი გაზი გაუშვეს და პარალულურად ხალხზე შეტევაზე სახმელეთო ჯარები გადმოვიდნენ”

შედარებითი სიმშვიდე ბანკოკში დღეს დილით დამყარდა, მაგრამ ანტი-სამთავრობო პიკეტები ქალაქში კვლავ რჩება, ისევე როგორც საგანგებო მდგომარეობა.
ამერიკის შეერთებული შტატები ორივე მხარეს კონსტრუქციული დიალოგისა და მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზისკენ მოუწოდებს.


XS
SM
MD
LG