ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ყირგიზეთს დემოკრატიის იმედი მიეცა


ყირგიზეთს დემოკრატიის იმედი მიეცა
ყირგიზეთს დემოკრატიის იმედი მიეცა

<!-- IMAGE -->

ყირგიზეთში მომხდარი რევოლუციის შემდეგ, ხალხს იმედი აქვს, რომ ქვეყანაში სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება.

2005 წელს, ეგრეთ წოდებული ტიტების რევოლუციამ ყირგიზეთის მაშინდელი პრეზიდენტის ასკარ აკაიევის მთავრობა დაამხო. "ტიტების რევოლუცია" არჩევნების გაყალბების შემდეგ მოხდა.

ყირგიზეთში ისტორია განმეორდა და რუსეთში გაქცეული აკაიევის შემდეგ ხელისუფლებაში მოსული კურმანბეკ ბაკიევი ასევე რევოლუციით განდევნეს ბიშკეკიდან. ხელისუფლების წინააღმდეგ პროტესტის გაძლიერება მას შემდეგ დაიწყო, რაც მთავრობამ ოპოზიციის დემონსტრაცია ძალისმიერი მეთოდებით დაშალა, რომლის შედეგადაც 75 ადამიანი დაიღუპა.

ჯონს ჰოფკინსის უნივერსიტეტის ცენტრალური აზიისა და კავკასიის ინსტიტუტის დირექტორის, ფრედ სტარის განცხადებით, ახალი ხელისუფლება კვლავ ეცდება ფუნქციონირებადი სახელმწიფოს შექმნას.

ტიტების რევოლუცია ფაქტობრივად ბაკიევის ოჯახმა მიითვისა. საინტერესოა, რომ როზა ოტუნბაიევა, რომელიც თავიდან ტიტების რევოლუდიის აქტიური მხარდამჭერი იყო, ახლა ქვეყნის ლიდერის მოვალეობას ასრულებს. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ვერც რევოლუციამ გაამართლა და ოპოზიციაც არა-ეფექტური გამოდგა. გამომდინარე აქედან პერსპექტივა არც ისე ნათელია. რამდენად სწორად შეძლებენ ამის შემდეგ საქმის წარმართვას ამას დრო გვიჩვენებს.

ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან ყირგიზეთი ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანაა. მისი მოსახლეობა 5 მილიონს შეადგენს. კერძო სადაზვერვო ფირმა სტრატფორის შუა აზიის ანალიტიკოსი, ლორენ გუდრიჩი აცხადებს, რომ ყირგიზეთს ძალიან უჭირს დამოუკიდებელ ქვეყანად ფუნქციონირება:

" ქვეყანაში უაღრესად მძიმე ეკონომიკური სიტუაციაა. შეიძლება ითქვას, რომ მას ეკონომიკა არც აქვს. ამის გამო, ყირგიზეთი მთლიანად არის დამოიდებული მეზობლებზე, იქნება ეს ნავთობი, საკვები პროდუქტი თუ რამე სხვა. ქვეყნის მოსახლეობა უაღრესად ღარიბია და მათ არანაირი საშუალება არ აქვთ სიღარიბეს თავი დააღწიონ. "

ქვეყანა რუსეთში სამუშაოდ წასული ემიგრანტების მიერ გამოგზავნილ ფულზეა ძირითადად დამოკიდებული, რაც ქვეყნის შიდა მთლიანი პროდუქციის 40 პროცენტს შეადგენს. მაგრამ ეკონომიკური კრიზისის გამო ეს გამოგზავნილი ტანხებიც დროთ განმავლობაში მცირდება.
ბატონი გუდრიშის თქმით, არაფუნქციონირებადი ეკონომიკის შექმნასთან ერთად, ბაკიევმა ყირგიზეთში ავტოკრატული და უაღრესად კორუმპირებული რეჟიმი დაამყარა.

ლორენ გუდრიჩი აცხადებს:

„ყირგიზეთი ხალხის მასების ქვეყანაა, ეს ყოველთვის ასე იყო და ალბათ ყველაფერი ასეც დარჩება. ბაკიევის მთავრობა არც პრო რუსული იყო და არც პრო დასავლური. ის მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობდა. მას არ ჰქონდა რომელიმე მხარეს მიმართული იდეოლოგია იმაზე უ რა კურსით უნდა წარემართა ქვეყანა, იქნებოდა ეს დემოკრატია თუ პრო-დასავლური განვითარება.“


რუსეთმა უარყო ყირგიზეთის რევოლუციაში რაიმე სახით მონაწილეობა. ამერიკის ადმინისტრაციის ოფიციალური წარმომადგენლის მაიკლ მაკფოლის თქმით:

„ეს არ არის რაიმე სახის ანტი-ამერიკული გადატრიალება. ეს ჩვენს ზუსტად ვიცით. და არც იმას ვფიქრობთ , რომ რევოლლუცია რუსეთის ორგანიზებული იყო. ამისი არანაირი სამხილი არ გვაქვს.“

ფრედ სტარი კი ამბობს, რომ რუსეთის გავლენა ყირგიზეთში ჯერ კიდევ საკმაოდ მძიმეა:

"არ მგონია, რომ ეს რუსეთის გაკეთებული იყოს. მაგრამ რუსეთის გავლენა ბიშკეკში ძალიან დიდია. ყირგიზეთის სადაზვერვო სამსახურში დაახლოებით 40 წამყვანი თანამდებობის პირი რუსეთიდანაა გაგზავნილი. ამის გამო შეერთებულმა შტატებმა სიტუაცია რეალურად და ფხიზლად უნდა შეაფასოს."

რუსეთი მანასის ამერიკული საჰაერო ბაზის არსებობით უკმაყოფილო იყო. ყირგიზეთი ერთადერთი ქვეყანა არის შუა აზიაში, სადაც როგორც ამერიკული ასევე რუსული სამხედრო ბაზებია განლაგებული.

ყირგიზეთის ახალ ხელისუფლებას ჯერ არ გამოუცხადებია ის, რომ ამერიკულ ბაზას დაითხოვს ქვეყნიდან. მაგრამ ექსპერტების აზრით, სავარაუდოა, რომ ახალმა ხელისუფლებამ ბაზის გაქირავების პირობების ყირგიზეთისთვის სასარგებლოდ შეცვლა მოინდომოს.

XS
SM
MD
LG