ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანში საჰაერო დაბომბვები გრძელდება


პაკისტანში საჰაერო დაბომბვები გრძელდება
პაკისტანში საჰაერო დაბომბვები გრძელდება

<!-- IMAGE -->

პაკისტანის მოიერიშე თვითმფრინავებმა მეამბოხეების პოზიციები დაბომბეს ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, რომელიც ავღანეთს ესზღვრება.იერიშის შედეგად 45 ადამიანი დაიღუპა.


პაკისტანის ოფიციალური პირების განცხადებით, იერიში ბიტირასა და კიბერის რაიონებში ჩატარდა. კიბერზე გადის ძირითადი სატრანზიტო მაგისტრალი, რომლითაც ნატო ავღანეთში განლაგებულ ჯარებს ამარაგებს. მეამბოხეები ნატოს ტვირთს ხშირად ესხმოდნენ თავს.


პაკისტანის შეიარაღებულმა ძალებმა კიბერისა და ორაკზაის რეგიონებში ცოტა ხნის წინ დაიწყო სამხედრო ოპერაცია. ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით, ოპერაციის დაწყებიდან 300-ზე მეტი მეამბოხეა მოკლული.


XS
SM
MD
LG