ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კარზაი და ჩინეთის ხელისუფლება


კარზაი და ჩინეთის ხელისუფლება
ავღანეთის პრეზინდეტი ჰამიდ კარზაი, ყანდაარის პროვინციაში როგოც ჩანს ნატოს ანტი-თალიბანური ოპერაციისათვის, ხალხის მხარდაჭრას ეძებს. ის თალიბთა მხარდამჭერ ავღანელებს აკრიტიკებს და ამბობს, რომ ისინი საკუთარ მიწაზე იბრძვიან და ხალხს კლავენ.

“ჩვენ არასოდეს ვილაპარაკებთ ტერორისტებთან, რომლებიც ბომბებს აფეთქებენ.”

მოსახლეობასთან შეხვედრა ვაშინგტონის მხრიდან, გასული წლის არჩევნების გაყალბების შესახებ კარზაის მიმართ ბრალდებებს მოყვა. პოლიტიკოსები ასევე ამბობენ, რომ კარზაიმ შეხვედრა დასავლეთისთვის საჩვენებლად ჩაატარა. კარზაის ბოლო დროინდელი გამონათქვამების შესახებ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი შეშფოთებას ვერ მალავდა.

“ამგვარმა კომენტარებმა, შეიძლება საერთო მიზნისკენ მიმავალ გზას დაგვაშოროს.”

მას შემდეგ, რაც თეთრმა სახლმა კარზაის გამონათქვამები ავის მომასწავებლად შეაფასა, ავღანეთის პრეზიდნეტი ჰილარი კლინტონს ტელეფონით პირადად დაუკავშირდა. ანალიტიკოსების აზრით, ბოლო დროს კარზაის დაძაბული ურთიერთობა ამერიკის მიმათ, ავღანეთში დამატებითი ჯარების შეყვანის შედეგია, რაც თალიბებთან აქტიური ბრძოლისთვის გაკეთდა. ქაბულში მოულოდნელი ვიზიტისას, ბარაკ ობამამ ჰამიდ კარზაის ქვეყანაში კორუფციასთან ბრძოლისკენ მოუწოდა.

“სამხედრო კუთხით, ექსტრემისტებთან ბრძოლაში ჩვენ შედეგები უკვე ვნახეთ, მაგრამ ჩვენ გვსურს პროგრესი სამოქალაო სექტორშიც დავინახოთ.”

ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ კარზაის მცდელობები ირანსა და ჩინეთთან კარგი ურთიერთობების დამყარებისათვის, შეიძლება ამერიკის მხრიდან, მისი მხრიდან კორუფციასთან საბრძოლველად განხორციელებული ზეწოლის პასუხი იყოს. პაკისტანელი ექსპერტი აიეშა სიდიქა მიიჩნევს:

"კარზაი უკვე დიდი ხანია ამერიკას პრობლემებს უქმნის. მაგალითისთვის, ის დამოუკიდებლად იყო ჩართული ინდოელებთან მოლაპარაკებებში, შემდეგ ჩინელებთან.”

თუმცა ვოლტერ ანდერსენი , ჯონს ჰოპკინსის ინსტიტუტიდან ამბობს, რომ ავღანეთისთვის ეს კარგია.

“იმის ფონზე რომ ახლო მომავალში ამერიკა ჯარების შემცირებას და შემდეგ საერთოდ გაყვანას აპირებს, კარგი დროა რაც შეიძლება მეტ ქვეყანასთან აქტიური ურთიერთობის დასამყარებლად.”

სახელმწიფო მდივნის მოადგილე რობერტ ბლეიკი ამბობს, რომ კარზაის კონსულტაციები ირანთან გასაგებია, რადგან თეირანი თავისმხრივ შეწუხებულია ავღანეთის საზღვრიდან მის ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით ნარკოტიკების შესვლის გამო. რაც შეეხება ჩინეთს, მას სტაბილურ ავღანეთი საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე აინტერესებს, რადგან მისი დასავლეთ ნაწილი უმეტესად მუსლიმებით არის დასახლებული.

“ჩინელები დასავლეთ მხარეს აქტიურად ავითარებენ, ამიტომ მათ აწუხებთ გაუარესდება თუ არა მდგომარეობა ავღანეთში, ეგებ დასავლეთ საზღვრის უსაფრთხოების მიზნით ავღანეთის სიტუაციაში ჩარევაც უღირდესთ.”

ჯეფრი დრესსლერი ომის შესწავლის ინსტიტუტიდან ამბობს, რომ ჩინეთის მთავარი ინტერესი ავღანეთში ინვესტიციების გაფართოვება და იქ არსებული მინერალებია.

“ფართოვდება ტელეკომუნიკაციები, სატრანსპორტო სისტემა. ასე რომ ვფიქრობ კიდევ ბევრი რამეა, რის ექსპანსიაზეც ჩინეთი აქტიურად ფიქრობს.”

ანალიტიკოსები აღიარებენ, რომ ჩინეთისა და ირანის ინტერესები უფრო ხშირად დასავლეთთან თანხვედრაში ვერ მოდის, და ჰამიდ კარზაის კარგმა ურთიერთობამ ჩინეთთან, შეიძლება ავღანელ ხალხის საქმე გააფუჭოს. ექსპერტები ასევე თვლიან, რომ ბატონი კარზაი, მისი გამონათქვამებიდან გამომდინარე, თალიბების მიმართ ნეიტრალური არ არის და შესაძლოა იგი აღიქმებოდეს ლიდერად, რომელიც მათ თანაუგრძნობს, რაც ქვეყანაში ხელახალ არეულობას მისცემს დასაბამს.


ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG