ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბირთვული ხელშეკრულება პრაღაში


ბირთვული ხელშეკრულება პრაღაში
ბირთვული ხელშეკრულება პრაღაში

პრაღის პრეზიდენტის სასახლის მდიდრულ ესპანურ დარბაზში პრეზიდენტმა ობამამ და დიმიტრი მედვედევმა უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში პირველად მოაწერეს ხელი ბირთვული იარაღის შემცირების ხელშეკრულებას.

ბატონი ობამას განცხადებით ეს ხელშეკრულება განამტკიცებს მსოფლიოს უსაფრთხოების სისტემას.

„ დღეს მნიშვნელოვანი ეპოქა დაიწყო ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის და უსაფრთხოების ასევე ამერიკა რუსეთის ურთიერთობების საქმეში.“

თავის მხრივ რუსეთის ლიდერმა აღნიშნა რომ ერთწლიანი მძიმე ურთიერთობის მიუხედავად ორივე მხარის ძალისხმევით მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა. „ რამდენიმე თვის წინ ასეთი შედეგის მიღწევა თითქმის წარმოუდგენელი იყო. მოკლე ხანში სრულყოფილ ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი.“

მომავალი 7 წლის განმავლობაში რუსეთი და ამერიკა საკუთარ ბირთვულ ქობინებს ერთი მესამედით შეამცირებენ. ამ ხელშეკრულების მიხედვით რაკეტების, წყალქვეშა ნავების და ბომბდამშენების განახევრებაა დაგეგმილი. გარდა ამისა რუსეთთან გაგრძელდება მოლაპარაკებები მოკლე რადიუსის ბირთვული იარაღის შემცირების შესახებ.

„ ხელშეკრულება მომავალზეა გათვალისწინებული. რუსეთთან გაგრძელდება მოლაპარაკებები სტრატეგიული და ტაქტიკური იარაღის შემცირების თაობაზე. ’’

აღნიშნული დოკუმენტი 1991 წლის ხელშეკრულებას შეცვლის, რომელსაც თავის დროზე მიხეილ გორბაჩოვმა და ჯორჯ ბუშმა მოაწერეს ხელი. პრეზიდენტმა ობამამ ბატონ მედვედევთან საათნახევრიანი შეხვედრისას ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღებაზე ისაუბრა. დიმიტრი მედვედევი თავად სანქციების შინაარსმა დააინტერესა.

„სანქციებმა კონკრეტული ადრესატის შესაბამისი რეაქცია უნდა გამოიწვიონ და მე დარწმუნებული ვარ რომ ჩვენი საერთო კონსულტაციების შედეგად მივაღწევთ აღნიშნულ მიზანს.“

ბირთვული ხელშეკრულება რუსეთის დუმამ და ამერიკის სენატმა უნდა დაამტკიცონ. რუსეთის მხარის დადებითი რეაქცია ეჭვს არ იწვევს, რაც შეიძლება შეერთებული შტატების სენატს აქ შესაძლოა გარკვეული პრობლემები შეიქმნას, თუმცა პერსპექტივები ნამდვილად კარგია.



ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG