<!-- IMAGE -->
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი სომხეთშია, ოფიციალური განცხადებით იმ გადავადებულ შეთანხმების რატიფიცირებაზე სასაუბროდ, რომელიც ქვეყნებს შორის სიტუაციის ნორმალიზებას შეუწყობს ხელს.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ფერიდუნ სინირლიოღლუ სომეხ კოლეგებს, ორმხრივი ურთიერთობების აღდგენაზე ესაუბრა.
თურქეთმა და სომხეთმა პროტოკოლი ორმხრივი ურთიერთობების შესახებ გასულ წელს გააფორმეს, თუმცა მისი რატიფიცირება ჯერ არ მომხდარა.
პროტოკოლი მიმართულია პირველი მსოფლიო ომის დროს, თურქეთის ტერიტორიაზე მცხოვრები სომხების ხოცვა-ჟლეტის შედმეგ, მხარეებს შორის მშვიდობიანი ურთიერთობის დასამყარებლად. ფაქტს სომხები გენოციდს უწოდებენ, თუმცა თურქეთი სასტიკად ეწინააღმდეგება ისტორიული მოვლენისთვის ამ განმარტების მიცემას