ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ადგილობრივი ტერორიზმის საფრთხე აშშ-ში


ადგილობრივი ტერორიზმის საფრთხე აშშ-ში
ადგილობრივი ტერორიზმის საფრთხე აშშ-ში

<!-- IMAGE -->

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის შინაგანი უშიშორების კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური დაპირისპირება ადგილობრივი ტერორიზმის საფრთხეს ზრდის.

ამერიკის საზოგადოებაში პოლიტიკური სპექტრის ყველა მხარეს სიბრაზე მატულობს. ეს შესამჩნევია როგორც გასამხედროებულ მემარჯვენე ძალებში, ასევე მემარცხენეებშიც, რომლებიც გლობალიზაციის წინააღმდეგები არიან. ამ საკითხზე ამერიკაში ბევრი ლაპარაკობს, მაგრამ კონექტიკუტის შტატის დამოუკიდებელი სენატორი ჯოზეფ ლიბერმანის განცხადებით, პრობლემის გადასაჭერად საქმეს არავინ აკეთებს.

ახლახან ამერიკაში ანტი-სამთავრობო გასამხედროებული შეთქმულების აღმოჩენაზე საუბრისას, ბატონმა ლიბერმანმა აღნიშნა, რომ როგორც პოლიტიკოსებმა ასევე მედიის წარმომადგენლებმაც მკაცრი რეტორიკისგან თავი უნდა შეიკავონ.

„ჩვენთან მიმდინარე პოლიტიკური დიალოგების საჯარო განხილვა და ჩვენი ქვეყნის პოლიტიკის გამოცხადება იმდენად ექსტრემალურად ხდება, რომ თუ ადამიანი მორალურად ჯანსაღი არ არის, შეიძლება ისეთივე საფრთხე შექმნას, როგორიც აღმოჩენილმა გასამხედოროებულმა ჯგუფმა შექმნა ცოტა ხნის წინ,“ განაცხადა სენატორმა.

ერთ-ერთ ამრიკულ ტელეარხზე სიტყვით გამოსვლისას, ბატონმა ლიბერმანმა განაცხადა, რომ ამერიკის საზღვრებს გარედან მომავალი ტერორისტული საფრთხე გაცილებით დიდია. თუმცა იმისი შესაძლებლობა, რომ ადგილობრივი ტერორიზმის ისეთმა შემთხვევებმა, როგორიც 1995 წელს ოკლაჰომაში ფედერალური შენობის აფეთქება იყო, შეიძლება იმატოს.

სენატორის თქმით: „არ მინდა რამე გავაზვიადო. ის ისეთი მნიშვნელოვანიც არ არის, როგორიც ისლამისტური ექსტრემიზმის გლობალური საფრთხე, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ ეს არანაკლებ რეალური საფრთხეა.

ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის შინაგანი უშიშროების სამსახურის უფროსის, მაიკლ ჩერტოფის განცხადებით, კომპიუტერულმა ტექნოლოგიებმა ამერიკელი ექსტრემისტების გაძლიერებას შეუწყო ხელი და მათ ახალი წევრების მოზიდვასა და ტაქტიკის შემუშავებაში დაეხმარა:

ის ფაქტი, რომ ადამიანებს შეუძლიათ ინტერნეტში შევიდნენ და ნახონ რა ტაქტიკა გამოიყენება ერაყსა და ავრანეთში ქმნის იმის საფრთხეს, რომ მსგავსი ტაქტიკის კოპირება ამერიკაშიც გააკეთონ,“ აცხადებს ბატონი ჩერტოფი.

ბატონი ლიბერმანის სატელევიზიო გამოსვლა მოსკოვის მეტროს აფეთქებებიდან რამდენიმე დღეში შედგა. მისი თქმით, სამართალდამცველები დამატებით ზომებს იღებენ შეერთებული შტატების სატრანსპორტო სისტემის დასაცავად, მაგრამ ჯერ მაინც ბევრი რამ არის გასაკეთებელი: „არა საჰაერო ტრანსპორტი ჩვენი სატრანსპორტო სისტემის ყველაზე სუსუტი ნაწილია. ამერიკელი ხალხის დასაცავად, მას გაცილებით მეტი ყურადღება უნდა დავუთმოთ. მე ეს საკითსხი ძალიან მაღელვებს.“

მან ხაზი კონკრეტულად ისეთ თავდასხმებს გაუსვა, რომლებიც ავტობუსებზე, მატარებლებსა და მეტროებზე განხორციელდა, მაგალითად, 2004 წელს მადრიდში, 2005 წელს ლონდონში და 2006 წელს მუმბაიში.

XS
SM
MD
LG