ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტაილანდის პრემიერ მინისტრის გაფრთხილება


ტაილანდის პრემიერ მინისტრის გაფრთხილება
ტაილანდის პრემიერ მინისტრის გაფრთხილება
<!-- IMAGE -->

ტაილანდის მთავრობამ მოითხოვა ოპოზიციის საპროტესტო დემონსტრაციებში მონაწილე აქტივისტებისგან ბანგკოკის კომერციული უბნიდან დაუყოვნებლივი გასვლა.

უნდა აღინიშნოს, რომ ოპოზიციის აქტივისტები ორი დღის მანძილზე ბანგკოკის კომერციულ უბანში საპროტესტო დემონსტრაციებს მართავდნენ.

დღეს ეროვნული ტელევიზიით გადმოცემულ მიმართვაში ტაილანდის პრემიერ მინისტრმა აბისიტ ვეჯაჯივამ გააფრთხილა ოპოზიციის წითელ მაისურებში გამოწყობილი აქტივისტები, რომ თავისი მოქმედებით ისინი ქვეყნის კონსტიტუციას არღვევენ.


20,000-ზე მეტი წითელ მაისურებში გამოწყობილი ოპოზიციის აქტივისტი ორი დღის განმავლობაში ტაილანდის დედაქალაქის კომერციულ უბანში საპროტესტო აქციებს მართავდნენ. შედეგად ექვსი მსხვილი სავაჭრო ცენტრი დაკეტილი იყო.


55,000 წითელ მაისურებიანმა ოპოზიციონერმა ბანგკოკის კომერციულ უბანში შეკრება ჯერ კიდევ შაბათს დაიწყო. ისინი მთავრობისგან ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.
ტაილანდის მთავრობამ გააფრთხილა ოპოზიციონერები, რომ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში თითოეულ მათგანს ციხეში ერთწლიანი პატიმრობა და 620 დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუხდებათ.




XS
SM
MD
LG