ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთის კაშხალი- შიდა დაპირისპირების საგანი


თურქეთის კაშხალი- შიდა დაპირისპირების საგანი
თურქეთის კაშხალი- შიდა დაპირისპირების საგანი
<!-- IMAGE -->

წელიწადში 3,8 მილიარდი კილოვატ საათი ელექტრონერეგია არის ის გათვლა, რაც ილისუს კაშხალმა უნდა გამოიმუშავოს და ამით თურქეთის სამხრეთ რეგიონის განვითარებას შეუწყოს ხელი. თუმცა კაშხლის პროექტმა თურქეთის მთავრობას და გარემოსდამცველებს შორის მწვავე ბრძოლა გამოიწვია.

პარლამენტის წინაშე გამოსვლისას, თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯებ ერდოგანმა პირობა დადო, რომ ქვეყანში ყველაზე ხანგრძლივი და წინააღმდეგობებით აღსავსე ისტორია მალე დასრულდება.

„ეს არის ბრძოლა ცივილიზაციისთვის. ეს არის თანამედროვე ცივილიზაციის მისაღწევი გზა. აქ არის ხალხი, ვინც ამ პროექტისთვის საბოტაჟის გაწევას ცდილობს. ჩვენ დიდ ნაბიჯებს ვდგამთ იმ ელექტროენერგიის მისაღებად, რამაც სამხრეთ აღმოსავლეთ თურქეთში წყურვილი ისევე დააკმაყოფილოს, როგორც ქვეყნის სხვა რეგიონებში“

ილისუს კაშხალი თურქეთის ერთ-ერთ მთავარ მდინარეს -ტიგროსს დააგუბებს და ელექტროენერგიას და საირიგაციო საშუალებას შექმნის. ეს ყველაფერი კი თურქეთის უღარიბეს სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში უნდა მოხდეს. თუმცა კაშხლის მშენებლობა თურქეთში ხუთმა პრემიერმა ვერ შეძლო.

ანალიტიკოსების თქმით, ამჟამინდელ პრემიერს ერდოგანს სურს თურქეთის ისტორიაში უძლიერესი პოლიტიკოსის სახელით შევიდეს. მისი ერთ-ერთი მთავარი ბრძოლა, ქვეყნის გარემოსდამცველებეთან მიდის, რომელიც წლების მანძილზე ამ პროექტის დაბლოკავს ცდილობენ.
მათი მტკიცებით კაშხალი 3000 წლოვან უძველეს ქალაქ ჰაშანკეიფს საფრთხეს შეუქმნის.
გარემოსდამცველთა მიერ მომზადებულ დოკუმენტურ ვიდეოფილმში ნათქვამია, რომ ამ კაშხლის აშენების შემდეგ 50 ათას ადამიანს საკუთარი სახლკარი დატოვება მოუხდება.

გუვენ ერკენი თურქეთის ბუნების ასოციაციას წარმოადგენს. ის ამბობს, რომ ილისუს კაშხალი ქვეყნის ჰიდროელექტორ პროექტების მომავლისთვის გადამწყვეტ ბრძოლას წარმოადგენს.

„ეს კაშხალი მდინარის და მთელი ეკოსისტემის 400 კილომეტზრე დატბორვას გამოიწვევს და ამით ეს მთელი მდინარე ერთ დიდ ტბად გადაიქცევა.ასევე მთელ რეგიოში წყლის საერთო ციკლი შეიცვლება და უაღრესად ნეგატიური გავლენა ექნება უძველეს მუსულმანურ ქალაქ ჰაშანკეიფზე. ჩვენ ხომ სხვა კაშხლების მაგალითზე უამრავი რამე ვისწავლეთ. მათ არ მოაქვთ დაგეგმილი ეკონომიკური შემოსავალი, თუმცა გააჩნიათ უდიდესი უარყოფით ეკოლოგიური ეფექტი“ აცხადებს ერკენი.

სტამბულში მოქმედი გლობალური უსაფთრხოების ინსტიტუტის ეკონომისტის ემრე იგითის თქმით, კაშხალი იმდენ წინააღმდეგობას შეიცავს, რომ ინვესტორების დაინტერესება საკმაოდ რთული იქნება. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ეს პროექტი არ დასრულდება.

თურქეთის გარემოს დამცველების გარდა, კაშხლის მშენებლობას სირია და ერაყიც უწევენ წინააღმდეგობას. მათი განცხადებით, კაშხლის აშენება მათთვის ტიგროსიდან მიღებული წყლის რაოდენობას შეამცირებს. ტიგროსზე კი სირიის და ერაყის სოფლის მეურნეობა და ასევე სასმელი წყალია დამოკიდებული.

თურქეთში კაშხლის მშენებლობის საწინააღმდეგო კამპანია დაიწყო, რასაც თურქი პოპ ვარსკვლავი ტარკანიც შეუერთდა. იგი ამ პროექტს თავის სიმღერებით აპროტესტებს.


XS
SM
MD
LG