ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ობამა ქრისტიანებს აღდგომას ულოცავს


პრეზიდენტი ობამა ქრისტიანებს აღდგომას ულოცავს
პრეზიდენტი ობამა ქრისტიანებს აღდგომას ულოცავს
<!-- IMAGE -->

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ამერიკასა და მთელ მსოფლიოში მცხოვრებ ქრისტიანებს- აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.

ყოველკვირეულ ინტერნეტ-რადიო მიმართვაში პრეზიდენტმა ობამამ ებრაელებსაც მიულოცა პასექის დღესასწაული, რომელიც მომავალ კვირას მთავრდება.

განცხადების გაკეთებისას,პრეზიდენტმა მსმენელებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ მისი ადმინისტრაციის პრიორიტეტები სამუშაო ადგილების შექმნა, ჯანდაცვის მომსახურების ყველასთვის ხელმისაწვდომობა და ამერიკაში განათლების ხარისხის ამაღლებაა.
მან ისიც აღნიშნა, რომ გასული თვის დასაქმების მზარდი მაჩვენებლები იმედის მომცემია.


XS
SM
MD
LG