ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სერბეთის პარლამენტმა სრებრენიცის  მოვლენებისთვის ბოდიში მოიხადა


სერბეთის პარლამენტმა 1995 წელს სრებრენიცაში მომხდარი მუსლიმი ბოსნიელების ხოცვა-ჟლეტისთვის ბოდიში მოიხადა. მაგრამ ამ ფაქტს გენოციდი არ უწოდა. პარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღებას წინ ცხარე დებატები უსწრებდა. რეზოლუცია მოკლულებისადმი სიმპატიას გამოხატავს და ბოდიშს იხდის იმისთვის, რომ საკმარისი არ გაკეთდა რვა ათასამდე მუსლიმი მამაკაცისა და ვაჟის გადასარჩენად.
XS
SM
MD
LG