ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პალესტინა-ისრაელის მოლაპარაკება კრახით დასრულდება


არაბული ლიგის ხელმძღვანელის განცხადებით, არაბული სახელმწიფოები მზად უნდა იყვნენ პალესტინა-ისრაელს შორის სამშვიდობო მოლაპარაკების სრული კრახისთვისაც. ამის შესახებ ლიგის გენერალურმა მდივანმა ამრ მუსამ განაცხადა, არაბული ლიგის ქვეყნების სამიტი დღეს ლიბიის ქალაქ სირტაში გაიხსნა.

სამიტის მონაწილე ლიდერების და საგარეო საქმეთა მინისტრების განხილვის უმთავრესი თემა ისრაელი-პალესტინის კონფლიქტია. სამიტზე სიტყვით გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი გამოვიდა. მან არაბულ ქვეყნებს სამშვიდობო პროცესის ხელშეწყობისკენ მოუწოდა.


XS
SM
MD
LG