შეერთებული შტატები და რუსეთი აცხადებენ, რომ შეთანხმებას ოფიციალურად მას შემდეგ გამოაცხადებენ, რაც ორივე ქვეყნის პრეზიდენტი ამ თემაზე ერთმანეთს დაელაპარაკება.
თეთრი სახლისა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს სამსახურების ცნობით, ეს საუბარი უკვე მალე შედგება. ახალი შეთანხმების შესახებ განცხადების გასაკეთებლად ყველაზე ხელსაყრელი დრო ვაშინგტონში 12 და 13 აპრილს დაგეგმილი ბირთვული სამიტი იქნება.
მოლაპარაკებების პროცესი უკვე რამდენიმე თვეა რთულად მიმდინარეობს და შესაძლოა დამატებითი პრობლემებიც წარმოიშვას.
1991 წელს, შეერთებულმა შტატებმა და საბჭოთა კავშირმა სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს, ეს შეთანხმება ასევე ცნობილია სახელწოდებით სტარტი. მაშინ ორივე მხარეს ათობით ათასი ბირთვული ქობინი ჰქონდა. სტარტზე ხელის მოწერა ამ რაოდენობის 6 ატასამდე შემცირებას გულისხმობდა.
ვაშინგტონის მოსკოვთან დაძაბული ურთიერთობის გამოსასწორებლად შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი რუსულ მხარეს დაჰპირდა, რომ აქტიურად ითანამშრომლებდა მასთან ახალი შეთანხმების ხელმოსაწერად. ამის შესახებ ქალბატონმა კლინტონმა 2009 წლის დეკემბერში ჟენევაში გააკეთა განცხადება.
„წინ დიდი სამუშაო გველოდება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ახალი დასაწყისია არა მხოლოდ ორმხრივი ურთიერთობის გამოსასწორებლად, არამედ იმისთვისაც, რომ გარკვეულ სფეროებში მსოფლიოს ერთად წავუძღვეთ. ეს გამსაკუთრებით, ბირთვული შეიარაღების სფეროს და ბირთვულ უსაფრთხოებას ეხება,“ თქვა ქალბატონმა კლინტონმა.
გასულ ივლისს მოსკოვში ვიზიტის დროს, პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ რუსეთმა და ამერიკამ მთელს მსოფლიოს უნდა დაუსახონ მაგალითი ბირთვული გაუვრცელებლობისა და ბირთვული შეიარაღების შემცირების მიმართულებით. ამ განცხადების შემდეგ სტარტის ხელშეკრულებას ვადა გაუვიდა.
რუსი ანალიტიკოსი ვიქტორ ლიტოვკინი აცადაებს, რომ ახალი შეთანხმების პირობებზე მოლაპარაკების დროს რამდენიმე სირთულე წამოიჭრა:
პირველ რიგში ეს შემოწმებას, გამჭვირვალობას და კონტროლს ეხებოდა. კიდევ ერთი სირთულე, მისი თქმით, სტრატეგიულ თავდაცით და სტრატეგიულ საიერიშო იარაღს ეხებოდა.
ახალი შეთანხმება ორივე ქვეყნისთვის ბირთვული ქობინის 1500-მდე შემცირებას გულისხმობს.
ასევე უნდა შემცირდეს ბირთვული იარაღის გამშვები სისტემები, მათ შორის რაკეტები და ბომბდამშენი თვითმფრინავები.
ამასთან ერთად შეთანხმება გულისხმობს ბირთვული იარაღის სამომავლოდ შემცირებასაც.
მოლაპარაკებების პროცესში მოსკოვმა არაერთხელ გამოთქვა შეშფოთება იმის შესახებ, რომ პრეზიდენტი ბუშის მიერ შეთავაზებული რაკეტსაწინაღო სისტემა, რომელიც აღმოსავლეთ ევროპაში უნდა დამონტაჟებულიყო, რუსეთის მოიერიშე შესაძლებლოებებს შეასუსტებდა. მოსკოვი ამ შეშფოთებას გამოხატავდა იმის მიუხედავად, რომ ვაშინგტონი ამ თავდაცვითი სისტემის დამონტაჟებას ირანის წინააღმდეგ აპირებდა. პრეზიდენტმა ობამამ რაკეტ საწინაღო სისტემა შეცვალა და მისი ელემენტები ირანთან უფრო ახლოს განალაგა.
ახალი ხელშეკრულების რატიფიკაციისთვის ამერიკის სენატში 67 ხმა არის საჭირო. გამომდინარე იქედან, რომ რესპუბლიკელები ევროპაში თავდაცვითი სისტემების რაიმე სახით შემცირების კატეგორიული წინააღმდეგები არიან, ამერიკელი მომლაპარაკებლები რუს კოლეგებს პოზიციებს არ უთმობდნენ.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ჰილარი კლინტონი დაარწმუნა იმაში, რომ კორეის სრუტესა და ირანში ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის თაობაზე მათ საერთო ინტერესები აქვთ.
1991 წელს სტარტის შეთანხმების რატიფიკაციას 400 დღე დასჭირდა. ახალი ხელშეკრულების თაობაზე გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ხელშეკრულების განახლება დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს.
მისი თქმით,ამას უდიდესი დადებითი გავლენა ექნება როგორც ვაშინგტონში დაგეგმილ ბირთვულ სამიტზე, ასევე ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულების განსახილველ კოფერენციაზეც , რომელიც ნიუ იორკში მაისში გაიმართება.
ამ კონფერენციების წარმატება, ბატონი ბანის განცხადებით, მთელს მსოფლიოს დაემარება ბირთვული საფრთხის გარეშე გააგრძელოს ცხოვრება.