ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქუთაისის მეორე მსოფლიო ომის მემორიალი მოსკოვში დაიდგმება


დღეს მოსკოვის მერმა იური ლუჟკოვმა განაცხადა, რომ მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალის ასლი, რომლის დემონტაჟიც ქუთაისში მოხდა რუსეთის დედაქალაქში დაიდგმება. მერის თქმით, მემორიალი მოსკოვში მდებარე „სამამულო ომის“ მუზეუმის უკან განთავსდება. ლუჟკოვმა მონუმენტის დემონტაჟს მომავლის განჭვრეტის უნარს მოკლებული ლიდერის ახირება უწოდა. ცნობილი გახდა, რომ ორმოცდაექსმეტრიანი ორიგინალისგან განსხვავებით ასლის სიმაღლე მხოლოდ თორმეტი მეტრი იქნება.

XS
SM
MD
LG