ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გუგლმა ევროკავშირის საამართლო პროცესი მოიგო


დღეს ინტერნეტ საძიებო კომპანია გუგლმა ევროკავშირის საამართლო პროცესი მოიგო.

ევროპის უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებით,გუგლს არ დაურღვევია კანონი იმით, რომ კომპანიებს ნება დართო- ცნობილი მარკის კომპანიათა სახელწოდებები საკუთარ სარეკლამო სლოგანებად გამოყენებინათ.

გუგლი მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული საძიებო ინტერნეტ კომპანიაა და წელიწადში ათობით მილიარდი დოლარის მოგებას რეკლამის განთავსების საშუალებით ახერხებს.

კომპანია ლუი ვიტონმა გუგლს იმ მოსაზრებით უჩივლა,რომ საძიებო კომპანია კონკურენტებს სარეკლამო სლოგანად ლუი ვიტონის სახელწოდების გამოყენების უფლებას აძლევდა. ამ ფაქტის შედეგად, ვიტონის განცხადებით, კონკურენტმა კომპანიებმა ლუი ვიტონის კლიენტებზე საკუთარი პროდუქციის გასაღება შეძლეს

XS
SM
MD
LG