ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საფრანგეთში სარკოზის პოლიტიკას აპროტესტებენ


დღეს საფრანგეთში მასწავლებლები, რკინიგზის მუშაკები და სამოქალაქო დაწესებულებების წარმომადგენლები პრეზიდენტ ნიკოლას სარკოზის სამუშაო ადგილების, პენსიებისა და ეკონომიკის სფეროებში პოლიტიკას აპროტესტებენ.

პარიზსა და საფრანგეთის სხვა ქალაქებში მასწავლებლებმა ეროვნული გაფიცვა მოაწყვეს. ისინი სამუშაო ადგილების შემცირებასა და მთავრობის მიერ განათლების სფეროში რეფორების გატარებას ეწინააღმდეგებიან.

სატრანსპორტო სექტორის მუშაკებმა საფრანგეთის რკინიგზის ქსელში მატარებლების მოძრაობა შეაჩერეს.

ამას გარდა, როგორც მოსალოდნელია, დღეს ქუჩებში ხალმხრავალი საპროტესტო დემონსტრაციები გაიმართება.

ეროვნული გაფიცვები გაიმართა კვირას საფრანგეთის რეგიონალური არჩევნების მეორე რაუნდში ბატონი საკროზის მმართველი პარტიის დამარცხების ფონზე. ოპოზიციის სოციალისტურმა პარტიამ სარკოზის მემარჯვენე და კონსერვატიული მომხრეები დაამარხცა, რაც იმის მანიშნებელია, რომ ფრანგები უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ ბატონმა სარკოზიმ ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა ვერ გააუმჯობესა.

XS
SM
MD
LG