ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბან კი მუნი გასულ კვირას ღაზას სექტორს ეწვია


გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი გასულ კვირას ღაზას სექტორს ეწვია და ისრაელისა და ეგვიპტის მიერ დაწესებული ბლოკადა კიდევ ერთხელ დაგმო. ამ ფონზე, საერთაშორისო საზოგადოება ისრაელსა და პალესტინელებს შორის მოლაპარაკებების პროცესის განახლებისკენ უბიძგებს. ბატონი ბან კი მუნის რეგიონში ვიზიტის ძირითადი მიზანიც ისრაელსა და პალესტინელებს შორის მოლაპარაკების აღდგენაზე დაყოლიება იყო.

„უკვე რამდენჯერმე გასაგებად მაქვს ნათქვამი ისრეალის ხელისუფლებისთვის, რომ ბლოკადის პოლიტიკის შენარჩუნება შეუძლებელი იქნება და ის არასწორია. ბლოკადა მაცხოვრებლების ტანჯვას იწვევს, რაც ჩვენთვის მიუღებელია. ამასთან ეს პოლიტიკა საწინააღმდეგო შედეგს მოიტანს. ის ექსტრემიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს," განაცხადა ბატონმა მუნმა.

ისრაელმა ღაზას სექტორზე ბლოკადა 2007 წელს მას შემდეგ დააწესა, რაც შეიარაღებულმა დაჯგუფება ჰამასმა სექტორი ძალის გამოყენებით აიღო. ისრაელის მთავრობის განცხადებით, ცემენტისა და სხვა სამშენებლო მასალების ბლოკადა იმის გამოხდება, რომ ჰამასს ბუნკერების აშენების შესაძლებლობა ჩამოერთვას, საიდანაც ისრაელზე თავდასხმების განხორციელება შეეძლება. ბლოკადის გამო, 2008 და 2009 წლებში ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად დანგრეული სახლების აღდგენა და შეკეთება შეუძლებელია.

ბატონმა ბანმა ისრაელის მიერ აღმოსავლეთ იერუსალიმში ოკუპირებულ ტერიტორიეებზე უკანონო მშენებლობის წარმოებაც დაგმო.

მშენებლობების დაგმობაზე ისრაელის პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვაშინგტონში ჩამოსვლამდე განაცხადა, რომ მისი მთავრობა არ აპირებს მშენებლობების შეწყვეტას.

პრემიერ მინისტრი ნეთანიაჰუს განცხადებით იერუსალიმში მშენებლობების წარმოებას ისრაელი ისევე აღიქვამს, როგორც თელ ავივში ჩატარებულ სამშენებლო სამუშაოებს. მისივე თქმით, მან ეს გარკვევით გადასცა შეერთებული შტატების ადმინისტრაციას და პალესტინელებსაც იგივეს შეუთვლის არაპირდაპირი მოლაპარაკებების წარმოების დაწყების შემთხვევაშიც - აცხადებს ბატონი ნეთანიაჰუ.

ისრაელი შეერთებული შტატების მიერ წამოყენებულ მოთხოვნას არ ემორჩილება იმის შესახებ, რომ აღმოსავლეთ იერუსალიმში 1600 სახლის აშენება შეწყვიტოს. აღმოსავლეთ იერუსალიმის ამ ნაწილს პალესტინელები თავისი მომავალი ქვეყნის დედაქალაქად მიიჩნევენ.

რაც შეეხება მოლაპარაკებების გაგრძელებას, პალესტინელები უარს აცხადებენ ისრაელის ხელისუფლებასთან საუბარზე სანამ მშებლობები არ შეწყდება.

ახლო აღმოსავლეთის საკითხებში ანალიტიკოსები შეშფოთებას გამოხატავენ იმისასთან დაკავშირებით, რომ აღმოსავლეთ იერუსალიმში ებრაული მშენებლობების წარმოების გამო ამერიკასა და ისრაელს შორის დაპირისპირება ღრმავდება. მსგავსი კომენტარები ექსპერტთა ნაწილმა ისრაელის უაღრესად გავლენიანი ლობისტური ჯგუფის ამერიკა ისრაელის საზოგადოებასთან ურთეიერთბობის კომიტეტის ყოველწლიური კონვენციის გახსნაზე გააკეთა.

ვაშინგტონის ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორმა რობერტ სატლოვმა აღნიშნა, რომ ამ დაპირისპირებას შედეგები მოჰყვება: „ჩვენ ძალინ მნიშვნელოვანი მოვლენების მომსწრეები ვართ. ჩემი აზრით, ეს კრიზისი რიხტერის შკალაზე 5-6 ბალიანი სიძლიერისაა. დაპირისპირება რეალურია. მას შემდეგ, რაც დაპირისპირება გადაწყდება და ჩემი აზრით პროცესის განმავლობაშიც, ორ მხარეს შორის ნაიარევები ხელისუფლების უმაღლეს დონეებშიც კი გამოჩნდება."

ისრაელის მიერ 1600 ახალი სახლის აშენების განცხადება პრემიერ მინისტრმა ნეთანიაჰუმ ისრაელში ამერიკის ვიცე პრეზიდენტი ჯო ბაიდენის ვიზიტის დროს გამოაცხადა, რაც ამერიკელმა დიპლომატებმა შეურაცხყოფად მიიღეს და გაეროს, რუსეთისა და ევროკავშირის წარმომადგენლებთან ერთად დაგმეს.

ბატონი სატლოვის თქმით, ამ უთანხმოებამ შეიძლება ირანს ხელი შეუწყოს ბირთბული პროგრამის დაჩქარებაში: „ჩემი აზრით, ამ კრიზისმა შეიძლება გავლენა მოახდიონოს ირანი მიერ ბირთვულ პროგრამის დაჩქარებაზე და ამასტან ერთად, გამომდინარე იქედან, რომ ისრაელსა და ამერიკას შორის ურთიერთობა უკიდურესად დაძაბულია, ამან შეიძლება ისრაელის მიერ ირანზე პრევენციული ხასიათის იერიშიც დააჩქაროს, ტეირანის ბირთბული პროგრამის გასანადგურებლად."

შეერთებული შტატების სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში ჯორჯ მიჩელი ისრაელსა და პალესტინელებს შორის დიალოგის აღდგენას ცდილობს. ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი მრჩევლის ტალ ბეკერის თქმით ასეთმა მოლაპარაკებებმა შეიძლება დადებითი შედეგი მოიტანოს: „ვფიქრობ, რომ ამ მოლაპარაკებების დაწყება უფრო პროდუქტიული იქნება ვიდრე ერთმანეთისთვის თავის არიდებაა. დიალოგი რა თქმა უნდა სიჩუმეს სჯობს. ახლა გვეძლევა საშუალება, რომ ვიზრუნოთ იმაზე, რომ მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპირო შეუმდგარ და ტერორისტულ სახელმწიფოდ არ იქცეს. ასევე ვფიქრობ, რომ ახლა გვაქვს იმის შანსი რომ ჰამასის საზოგადოებისგან გარიყვას ხელი შევუწყოთ," - განაცხადა კონვენციის გახსნაზე ბატონმა ბეკერმა.

ისრაელის ლობისტური ჯგუფის ყოველწლიურ შეხვედრაზე ჰილარი კლინტონიც გამოივიდა სიტყვით. მან ისრაელსა და პალესტინელებს შორის დაპირისპირებზე საუბრისას ისრაელისმიერ ღაზას სექტორში უკანონო მშენებლობების წარმოება გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ისრაელის მთავრობის ამ გადაწყვეტილების გამო, შეერთებული შტატები პალესტინელებისთვის სახელმწიფოს შექმნის იდეას უჭერს მხარს.


XS
SM
MD
LG