დღეს ტაილანდში საპროტესტო დემონსტრაციაში მონაწილე აქტივისტებმა საპროტესტო ტრანსპორანტი საკუთარი სისხლით გააფორმეს.
ეგრეთწოდებული „სისხლიანი ტრანსპორანტი“ არის საპროტესტო აქციების ორგანიზატორების ბოლო ტაქტიკური მეთოდი, რომელიც სამთავრობო შენობებსა და პრემიერ მინისტრის რეზიდენციას აქტივისტების მიერ შეგროვილი სისხლით გასვრას ითვალისწინებს.
დემონსტრანტები აცხადებენ, რომ დანარჩენ სისხლს ისინი ტაილანდის დედაქალაქში ბანგკოკში უზარმაზარი თეთრი ბაირაღის გაფორმებისთვის გამოიყენებენ.
შაბათს ათასობით დემონსტრანტი ბანგკოკის ქუჩებში მხარდამჭერებს მიმართავდა მთავრობის წინააღმდეგ გამიზნული საპროტესტო აქციებში მონაწილეობისკენ.