ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საერთაშორისო ოთხეულის შეთანხმება


გაეროს გენერალური მდივანი იმედოვნებს რომ ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო შეთანხმებას 24 თვეში იხილავს. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ბან კი მუნმა განაცხადა, რომ შეთანხმება უნდა შეიცავდეს პალესტინური ტერიტორიების ოკუპაციის დასრულებას, და იერუსალიმი ორივე ქვეყნის - ისრაელის და პალესტინის დედაქალაქად უნდა გამოცხადდეს.

გენერალური მდივნის თქმით, მან უბრალოდ განაცხადა ის, რაზეც საერთაშორისო ოთხეულის წევრები პარასკევს მოსკოვში შეთანხმდნენ. გაეროს გენერალური მდივანი ორ დღიანი ვიზიტით ისრაელს და პალესტინას ეწვია. ის რამალაში უკვე შეხვდა პალესტინის პრემიერ-მინისიტრს სალამ ფაიადს.


XS
SM
MD
LG