ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უმუშევრობა ნიუ იორკში


დუეინ რენდალი, რომელიც უკვე ხუთი წელია, რაც უმუშევარია ბრუკლინის უბნის ყველაზე ღარიბულ ნაწილში ცხოვრობს. უმუშევრად დარჩენის შემდეგ პირველი წლის განმავლობაში მან განცხადებები თითქმის ყველგან შეიტანა:

"გასაუბრებების შემდეგ ჩემთვის არავის დაურეკავს. მიუხედავად იმისა აყავთ თუ არა სამსახურში მე მაინც დავდივარ სხვადასხვა ადგილებში, იმიტომ რომ ზოგს ისეთი მუშაკების აყვანა ურჩევნია, ვინც ძალზე მოწადინებულია“. ამბობს დუეინი.

იგი ორი შვილის მამაა და მიუხედავად იმისა რომ პროფესიონალია თავი უმუშევრობის დახმარებით და დროებითი სამუშაოებით გააქვს:

„მე ელექტრიკოსობაც მეხერხება, სანტექნიკოსობაც, დურგლობაც, კედლების აშენებაც და ლესვაც. ყოველდღიურად მრავალი სახლი შენდება მაგრამ მეტი მუშახელი აღარ ესაჭიროებათ“. გვეუბნება დუეინი.

რამდენიმე კილომეტრის დაშორებით, მანჰეტენის ფეშენებელურ ნაწილში მობინადრე სტეფანი ფორმანი ასევე წვალობს. იგი მარკეტინგის ექსპერტია და კარგ ხელფასსაც იღებდა, მაგრამ ეკვე ერთი წელია რაც სამსახური დაკარგა. ახლა სტეფანი შავი დღისთვის გადანახულ სახსრებს ხარჯავს და ახალ სამსახურს დაებძებს:

„მე პრაქტიკულად ყოველდღიურად ვეცნობი დასაქმების ბაზარზე არსებულ სიტუაციას. მრავალ ბლოგს და გაზეთს ვკითხულობ იმის გასაგებად თუ რომელი კომპანიის საქმე მიდის კარგად, რომელი კოტრდება, ვინ უშვებს ახალი სახის პროდუქციას. იმის სანახავად თუ ვინ მუშაობს წარმატებულ კომპანიაში. არიან თუ არა დასაქმებულთა შორის ჩემი ნაცნობები. ხსირად იმ შემთვევაში თუ გასაუბრების შემდეგ არ გირეკავენ, შეუპოვრობა უნდა გამოიჩინოთ და თქვენ დაურეკოთ. ოღონდ თქვენი შეუპოვრობა თავის მობეზრებაში არ უნდა გადაიზარდოს“. ამბობს სტეფანი.

„ჩემის აზრით ჩვენს ქვეყანაში შეცდომით იმედოვნებენ იმას, რომ დასაქმების ბაზარზე არსებული მდგომარეობა გაუმჯობესდება. მხოლოდ ის, რომ კომპანიები სამუშაოზე ასაყვანად განცხადებებს აქვეყნებენ სულაც არ ნიშნავს, რომ მართლა აყავთ ვინმე. ჩემი ბიზნესგამოცდილებიდან გამომდინარე გეტყვით, რომ მსგავსი ცუდი სიტუაცია ბაზარზე ბოლო ოცდახუთი წლის განმავლობაში არ ყოფილა“. აგრძელებს სტეფანი ფორმანი.

თუმცა მისი აზრით სამსახურის ძებნის ალტერნატივა არ არსებობს:

„მე მომავლისკენ სვლას ვაპირებ. სამსახურის და შემოსავლის არქონა ჩემში სულაც არ ბადებს წინსვლის შეჩერების სურვილს“. აგრძელებს სტეფანი.

წინსვლას დუეინ რენდალიც ცდილობს. ამასწინათ მან განცხადება შეიტანა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის ფედერალურ სააგენტოში:

„მე გავიგე, რომ ტესტს ატარებდნენ და ვიფიქრე, რომ ურიგო არ იქნებოდა ბედი მეცადა. ძალიან მიხარია, რომ გამოცდა წარმატებით ჩავაბარე. კარგ ხელფასს იხდიან. სამწუხაროდ ეს სამუშაო წელიწადში ოთხი თუ ხუთი თვის განმავლობაში დამასაქმებს, მაგრამ მაინც კარგია, რომ სამუშაო მექნება“. ამბობს გახარებული დუეინ რენდალი.

ცოტა ხნის წინ კარგი ამბავი სტეფანი ფორმანმაც შეიტყო. მას ერთ-ერთ კომპანიაში მარკეტინგის ოფისში ნახევარ განაკვეთზე მუშაობა შესთავაზეს. ეს დასაწყისია და სტეფანის მომავლის იმედს უსახავს.



XS
SM
MD
LG