ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოთხეულის სამშვიდობო შეთანხმების პროექტი


ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის მოგვარებაზე მომუშავე ოთხეულის წარმომადგენლებმა სამშვიდობო შეთანხმების პროექტი გამოაქვეყნეს, რომელიც ორ წელიწადში პალესტინური სახელმწიფოს შექმნას ითვალისწინებს.

საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებმა ისრაელის მთავრობას აღმოსავლეთ იერუსალიმში ახალი ებრაული დასახლებების მშენებლობის შეჩერებისკენ მოუწოდეს.

ამ პრობლემასთან დაკავშირებით მოსკოვში შეკრებილ დიპლომატებს გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან გი მუნმა მიმართა სიტყვით, მისი თქმით:“ ოთხეულს მიაჩნია რომ ეს მოლაპარაკებები საბოლოო შეთანხმებამდე მიიყვანს დაპირისპირებულ მხარეებს, რაც ბოლოს მოუღებს 1967 წლიდან არსებულ ოკუპაციას და დამუკიდებელი დემოკრატიული პალესტინის სახელმწიფოს ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს, რომელიც მშვიდობიანად იცხოვრებს ისრაელის მეზობლად.“

გაეროს გენერალურმა მდივანმა შეერთებული შტატების, ევროკავშირის და რუსეთის წარმომადგენლებთან გამართა კონსულტაციები ამ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებმაც კიდევ ერთხელ დაგმეს ისრაელის ხელისუფლების გეგმები აღმოსავლეთ იერუსალიმში 1600 ახალი საცხოვრებელი სახლის აშენების შესახებ.


XS
SM
MD
LG