ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ხელის შეშლას არქტიკის ზღვის ათვისებაში რუსეთი არ დაუშვებს


რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ არქტიკაში რუსეთისთვის ბუნებრივი რესურსების ათვისებაში ხელის შეშლის მცდელობა მიუღებელია.

ბატონმა მედვედევმა ის ქვეყნები არ დაასახელა, რომლებიც მისი თქმით რუსეთს ხელს უშლიან არქტიკის ზღვის ათვისებაში.

მისი თქმით ნაბისმიერი წინაღობა რუსეთის გეოგრაფიისა და ისტორიის გათვალისწინებით არაკანონიერი და უსამართლო იქნება.

არქტიკას ხუთი სახელმწიფო - კანადა, ნორვერგია, რუსეთი, შეერთებული შტატები და გრენლადია ესაზღვრება.

არსებობს მოსაზრება, რომ არქტიკის მხარეში, ოკეანის ფსკერზე ნავთობის დიდი რეზერვებია.

XS
SM
MD
LG