დღეს ოჰაიოს შტატში ჩასული პრეზიდენტი ობამა მოსახლეობას ჯანდაცვის რეფორმას აცნობს. ქალაქ კლივლენდში ხანდაზმულების წინაშე გამოსულმა ობამამ რეფორმის ირგვლივ ისაუბრა. რესპუბლიკელები თითქმის ერთხმად ეწინააღმდეგებიან ჯანდაცვის რეფორმის ასეთი სახით მიღებას. შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელთა უმცირესობის ლიდერმა ჯონ ბოენერმა განაცხადა, რომ ამერიკელებს მთავრობის განკარგულებაში მყოფი სამედიცინო დაზღვევით სარგებლობა არ სურთ.