ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯანდაცვის რეფორმის კანონზე მუშაობა გრძელდება


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ინდონეზიასა და ავსტრალიაში დანიშნული ვიზიტები ამერიკის ჯანდაცვის სფეროს რეფორმის გამო გადადო. თეთრი სახლის ერთ-ერთი წარმომადგენლის განცხადებით, პრეზიდენტი ობამა ვაშინგტონიდან 21 მარტს გაფრინდება და 26 მარტს უკან დაბრუნდება.

ბატონი ობამა ცდილობს კონგრესს ჯანდაცვის კანონპროექტი გაატარებინოს. ჯანდაცვის სფეროს რეფორმა ობამას ადმინისტრაციის პრიორიტეტია.

თეთრი სახლის წარმომადგენელი რობერტ გიბსი აცხადებს, რომ კანონპროექტზე მუშაობა ისევ გააქტიურდა. პრეზიდენტი კი აპირებს ყველა კანონმოქმედს შეხვდეს და პირადად დაელაპარაკოს მათ.

რესპუბლიკელები ობამას ჯანდაცვის სფეროს კანონპროექტის კატეგორიული წინააღმდეგები არიან. რესპუბლიკელი სენატორი სკოტ ბრაუნის განცხადებით, „ვაშინგტონმა საკუთარი პრიორიტეტები კარგად უნდა განსაზღვროს“ და ჯანდაცვის თემაზე საუბარს თავი უნდა დაანებოს.


XS
SM
MD
LG