ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყის არჩევნებში მალიკის კოალიცია ლიდერობს


ოფიციალური ერაყის ინფორმაციით, არჩევნების წინასწარი შედეგებით, პრემეირ-მინისტრის ნური ალ-მალიკის კოალიცია კანონიერებისთვის, საპარლამენტი არჩევნებში ლიდერობს.

სააერჩევნო კომისიის თანამშრომლებმა პირველად შედეგები დღეს გამოქვეყნეს, რომელთა მიხედვითაც პრემირ მინისტრი ერაყის ორ სამხრეთ პროვინციაში ლიდერობს.

კომისიაში აცხადებენ, რომ სავარაუდო შედეგებს მას შემდეგ გამოაცხადებენ, რაც ხმათა 30 პროცენტს დაითვლიან. თავდაპირველად პირველადი მონაცემების გამოცხადების ტარიღად გუშინდელი დღე სახელდებოდა.

ხმის მიცემის დროს უწესრიგობებმა შეიძლება დათვლის პროცესი შეაყოვნოს. ზოგიერთ ამომრჩეველს მოგვიანებით გაცემული ბიულეტენები ჰქონდათ, მას შედმეგ რაც აღმოაჩინეს, რომ მათი მონაცემები საარჩევნო სიებში არ იყო.


XS
SM
MD
LG