ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთს ტიბეტში ბუდიზმის მოსპობა სურს


ტიბეტის სულიერმა ლიდერმა დალაი ლამამ განაცხადა, რომ ჩინეთს ტიბეტში ბუდიზმის მიზანმიმართულად მოსპობა სურს. ეს განცხადება დალაი ლამამ დღეს ინდოეთის ქალაქ დარმსალში გააკეთა, სადაც მისი დევნილი ხელისუფლებაა განთავსებული. გუშინ აქ ჩინეთის წინააღმდეგ ტიბეტის ამბოხების 51-ე წლისთავი აღინიშნა. დალაი ლამამ ასევე სინანულით აღნიშნა, რომ ჩინეთი უგულვებელყოფს მის მოთხოვნას დაიწყოს მშვიდობიანი მოლაპარაკებები ტიბეტისთვის ფართო ავტონომიის მინიჭების თაობაზე.

XS
SM
MD
LG