ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-მ დაჰგმო ისრაელის გეგმა ახალ დასახლებებზე


აშშ-ს ვიცეპრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაჰგმო ისრაელის მიერ იერუსალიმის აღმოსავლეთით ახალ დასახლებების გახსნის გეგმა. ამის თაობაზე ოფიციალური განცხადება გაკეთდა ახლო აღმოსავლეთში ბაიდენის ვიზტის დროს. საგანგებოდ გაკეთებულ განცხადებაში ჯო ბაიდენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისრაელის ეს გადაწყვეტილება ძირს უთხრის ნდობის ფაქტორს, რომელიც საჭიროა პალესტინელებთან სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმატებით წარმართვისთვის. ეს განცხადება ბაიდენმა გააკეთა მას შემდეგ, რაც იერუსალიმში ოფიციალური ვახშამი გაიმართა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეტანიაჰუსთან ერთად. ისრაელი მთავრობამ განაცხადა, რომ მან დაამტკიცა აღმოსავლეთ იერუსალიმში 1600 ახალი სახლის მშენებლობის თაობაზე. პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტის მჰმუდ აბასის თანაშემწემ განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება ხელს შეუშლის ძალისხმევას მკვდარი წერტილიდან დასძრან ისრაელ-პალესტინელთა სამშვიდობო მოლაპარაკებები.

XS
SM
MD
LG