ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში ტერაქტების შედეგად 14 ადამიანია დაღუპული


ერაყში საყოველთაო არჩევნების წინასწარი ხმის მიცემის პროცესი ტერორისტული აქტებით აღინიშნა. რამდენიმე თავდასხმის შედეგად 14 ადამიანია დაღუპული. მათ შორის არიან სამხედრო ძალბის წარმონადგენლებიც. დაჭრილია 25-ზე მეტი ადამიანი. ტერორისტული შეტევები ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. წინასწარი ხმის მიცემა იმ ამომრჩევლებისთვის მოეწყო, ვინც კვირას საყოველთაო არჩევნებზე მისვლას ვერ შეძლებს. ასეთ ამომრჩევლებს განეკუთვნებიან სამხედრო მოსამსახურეებიც, რომლებიც კვირა დღეს პოსტებზე იქნებიან განაწილებულები, ასევე პატიმრები და ავადმყოფები.ერაყის ხელისუფლება შიშობს, რომ კვირას დაგეგმილ საყოველთაო არჩევნებში დროს ტერორისტული აქტების საფრთხე საგრძნობლად გაიზრდება.

XS
SM
MD
LG