ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰილარი კლინტონი ჩილეს ეწვია


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი დღეს მიწისძვრით დაზარალებულ ჩილეს ეწვევა. ეს მისი ლათინური ამერიკის ექვსი ქვეყნის ტურის ნაწილს წარმოადგენს.

კლინტონი ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოს ეწვევა, სადაც მას საგანგებო კავშირგაბმულობის აღჭურვილობა ჩააქვს. სანტიაგოში კლინტონი ჩილეს წარმავალ პრეზიდენტ მიშელ ბაჩელეტსა და ახლად არჩეულ პრეზიდენტს სებასტიან პინერას შეხვდება.

ჩილეში ვიზიტამდე ორშაბათს ქალბატონი კლინტონი ბუენოს აირესში არგენტინის პრეზიდენტს კრისტინა ფერნანდეს დე კირჩნერს შეხვდა. შეხვედრის დროს ქალბატონმა კირჩნერმა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს ბრიტანეთთან ფოლკლენდის კუნძულების გამო არსებულ დავაში ჩარევა სთხოვა.

არგენტინის ლიდერმა აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებს ბუენოს აირესსა და ლონდონს შორის არსებულ უთანხმოებაში შუამავლის როლის შესრულება ძალუძს. ამის საპასუხოდ კლინტონმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი ორივე სახელმწიფოს დიპლომატიისკენ მოუწოდებს, მაგრამ ამ საკითხში უფრო აქტიურ ჩარევას არ აპირებს.

უნდა აღინიშნოს, რომ გასულ თვეს ბრიტანეთის კომპანიამ ფოლკლენდის კუნძულების მახლობლად ნავთობის საბადოების ძებნა დაიწყო, რამაც არგენტინის მთავრობის შეშფოთება გამოიწვია. შედეგად ბუენოს აირესმა ახლახან გამართულ ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის ქვეყნების შეხვედრასა და გაეროს ოფიციალური საჩივრით მიმართა.


XS
SM
MD
LG