ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰილარი კლინტონი ლათინურ ამერიკაში ვიზიტი დაიწყო


შეერთებული შტატების სახელმწიიფოო მდივანი ჰილარი კლინტონი ლათინური ამერიკის ქვეყნებში მოგზაურობას იწყებს. ურუგვაიში სახელმწიფო მდივანი ქვეყნის ახლადარჩეული პრეზიდენტის ხოსე მურსიკას ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრება. იგი აგრეთვე ურუგვაის წარმავალ პრეზიდენტს ტაბარე ვასკესსაც შეხვდება. აქედან ქალბატონი კლინტონი ჩილეში გაემგზავრება და მომხდარი მიწისძვრით დაზარალებულთათვის მხარდაჭერის გამოხატვას ეცდება. ბრაზილიაში იგი ირანის წინააღმდეგ სანქციების მხარდაჭერას მოითხოვს, ხოლო ბუენოს აირესში სახელმწიფო მდივანი არგენტინის პრეზიდენტ კრისტინა ფერნანდესს შეხვდება.

XS
SM
MD
LG