ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეკა ტყეშელაშვილი ვაშინგტონში სიტყვით გამოვიდა


ჯონს ჰოფკინსის უნივერსიტეტში საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი ქალბატონი ეკა ტყეშელეშვილი სიტყვით გამოვიდა. მისი ამერიკაში ვიზიტი ამერიკა-საქართველოს შორის სტრატეგიული ქარტიის ხელმოწერის ერთ წლისთავს აღნიშნავს.

სიტყვით გამოსვლისას ქალბატონმა ეკამ საქართველოს სტრატეგიულ მნიშვნელობაზე ისაუბრა, როგორც ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, ასევე ევროპისთვისაც. მისი თქმით, საქართველოს და დასავლეთს საერთო სირთულეების და გამოწვევები აქვს. საქართველო კი მაზადაა დასავლეთისთვის საიმედო პარტნიორი იყოს ამ სირთულეების გადალახვაში და საერთო მიზნის მისაღწევად კიდევ უფრო გააღრმაოს ურთიერთობები დასავლეთის ქვეყნებთან. ქალბატონი ეკას თქმით, საქართველო სტრატეგიული პარტნიორობის გასაძლიერებლად მუდამ მზადაა.

ქალბატონი ეკას განცხადებით, გარდა ამერიკასთან სტრატეგიული ურთიერთობის დამყარებისა, საქართველო ევროპასთანაც ცდილობს ურთიერთობის გაღრმავებას. ამ პროცესს მას ევროპასთან „უკან დაბრუნება“ უწოდა და განაცხადა, რომ ის ბრალდება, რომ თითქოს საქართველო ევროპასთან ურთიერთობაში საკმარის ინიციატივას არ იჩენს შეიძლება არ იყოს მართებული, რადგან რუსეთის აგრესია საქართველოს მიმართ სწორედ თბილისის ევროპასთან სიახლოვის სურვილითაა გამოწვეული.

სიტყვით გამოსვლისას ქალბატონმა ეკამ ასევე ისაუბრა საქართველოს უშიშროების გარემოზე და იმ საფრთხეებზე, რომლებიც რუსეთის საოკუპაციო ჯარების მიერ მუდმივად ექმნება არა მხოლოდ ქვეყანას, არამედ არამედ ოკუპირებული ტერიტორიების მაცხოვრებლებსაც… (უფრო ვრცლად ამის შესახებ გთხოვთ იხილეთ ჩვენი ვიდეო სიუჟეტი.)


XS
SM
MD
LG