ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კომენდანტის საათი ჩილეში


ჩილეს პრეზიდენტმა მიშელ ბაჩელეტმა განაცხადა, რომ 8.8 ბალის სიმძლავრის მიწისძვრა, რომელმაც ქვეყნის ცენტრალური ნაწილი მიწასთან გაასწორა და დაახლოებით ორი მილიონი ადამიანი უსახლკაროდ დატოვა, „ჩილეს ისტორიაში უპრეცენდენტო" საგანგებო მდგომარეობას წარმოადგენს.

პრეზიდენტმა ბაჩელეტმა აღნიშნა, რომ მისი ბრძანებით მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონებში 10,000 ჯარისკაცი გაიგზავნა წესრიგის დამყარებისა და აღდგენითი სამუშაოების ჩასატარებლად. მან აგრეთვე განაცხადა, რომ რამდენიმე სუპერმარკეტის ქსელების ხელმძღვანელობასთან მიღწეულ იქნა შეთანხმება მოსახლეობისთვის უფასო სურსათის განაწილების შესახებ.

კვირას ქალაქ კონსეპსიონის მაღაზიებს მარადიორები დაერივნენ და სურსათსა და ელექტროსაქონელს ძარცვავდნენ. პოლიციამ სუპერმარკეტთან შეკრებილი მარადიორების დასაშლელად ცრემლმდენი გაზი და წყლის ქვემეხები გამოიყენა.

ოფიციალურმა პირებმა კონსეპსიონისა და მაულეს რეგიონებში წესრიგის აღსადგენად კომენდანტის საათი დააწესეს.

XS
SM
MD
LG