ჰელმანდის პროვინციის ხელისუფლების წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ აფეთქების მსხვერლნი ერთი ავტომანქანით მგზავრობდნენ გზატკეცილზე, რომელზეც ხშირად საერთაშორისო კოალიციური ძალები მგზავრობენ.
ოფიციალურმა პირმა აფეთქება თალიბ მეამბოხეებს დააბარალა. ნავზადის რაიონში მომხდარი აფეთქების პარალელურად ავღანეთის და საერთაშორისო სამხედრო ძალები ჰელმანდის პროვინციის ქალაქ მარჯაში საბრძოლო ოპერაციებს აგრძელებენ. ორკვირიანი სამხედრო იერიშის შედეგად ქალაქი მეამბოხეებისგან ძირითადად გათავისუფლებულია და ავღანეთის ადმინისტრაცია მალე ქალაქზე კონტროლს დააწესებს.