ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამხრეთ კავკასიის უშიშროება და ენერგეტიკა


გუშინ ვაშინგტონის ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის საერთაშორისო კვლევათა ცენტრმა ჩაატარა კონფერენცია, რომელიც სამხრეთ კავკასიის უშიშროებას, ენერგიას და რეგიონში შეერთებული შტატების ინტერესებს ეხებოდა.

კონფერენციაში მონაწილეობას საქართველოს, აზერბეიჯანის, სომხეთის და თურქეთის საელჩოების წარმომადგენლები და ცნობილი ამერიკელი და ევროპელი მკვლევარები იღებდნენ. შეხვედრა „ჰერიტაჯის ფონდის" წარმომადგენელმა არიელ კოენმა გახსნა. მან ზოგადად განიხილა რეგიონში არსებული პრობლემები. შემდეგ სიტყვით ამერიკის უნივერსიტეტის შავი და კასპიის ზღვების რეგიონის კვლევითი ცენტრის დირექტორი მამუკა წერეთელი, „კარნეგის ცენტრის" მკვლევარი ტომ დე ვაალი, შეერთებული შტატების არმიის ომის საკითხთა შემსწავლელი კოლეჯის წარმომადგენელი სტივენ ბლანკი და სხვა მნიშვნელოვანი სწავლულები და დიპლომატები გამოვიდნენ. კონფერენციის მსვლელობისას მთავარი ყურადღება აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და ყარაბაღის პრობლემებს დაეთმო. მოუსმინეთ სიუჟეტის აუდიო ჩანაწერს.

XS
SM
MD
LG