ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქალაქ ჰებრონში შეტაკება მოხდა


პალესტინელები და ისრაელელი ჯარისკაცები წმინდა ადგილების გამო შეეტაკნენ ერთმანეთს. შეტაკებები იმის გამო მოხდა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნათანიაჰუმ მდინარე იორდანეს ოკუპირებული დასავლეთ ნაპირის ქალაქ ჰებრონში მდებარე პატრიარქთა გამოქვაბულის, სადაც ბიბლიური აბრამია დაკრძალული და ბეთლემის მახლობლად მდებარე რახელის საფლავის ისრაელის ეროვნული ძეგლების სიაში შეყვანის შესახებ განაცხადა. დღეს ჰებრონში ასამდე პალესტინელმა ახალგაზრდამ ქვები დაუშინა ებრაელ ჯარისკაცებს, რომლებმაც საპასუხოდ ახალგაზრდების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს.

XS
SM
MD
LG