ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰოლბრუკი საქართველოს შეთავაზებას განიხილავს


აშშ საგანგებო ელჩი ავღანეთსა და პაკისტანში საქართველოს შეთავაზებას განიხილავს ავღანეთში სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობის თაობაზე.

რიჩარდ ჰოლბრუკმა დღეს საქართველოს სამხედრო საწვრთნელ ბაზაზე ისაუბრა. ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა მადლობა გადაუხადა საქართველოს გაწეული წვლილსთვის და აღნიშნა, რომ ქართველი ჯარისკაცები სასიცოცხლო მნიშვნელობის როლს ასრულებენ ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში.

ჰოლბრუკმა უარყო მოსაზრება, რომ საქართველო, საკუთარი სამხედრო ძალების დისლოცირებაზე ნატოში წევრობის პირობის სანაცვლოდ მიდის. მან დასძინა, რომ ალიანსში გაწევრიანება არ ყოფილა დღის წესრიგში მაშინ, როცა რამდენიმე თვის მანძილზე საქართველო ავღანეთში საკუთარი სამხედროების გაზრდას გეგმავდა.

XS
SM
MD
LG