ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტეში აფეთქებამ   სინაგოგა დააზიანა


ეგვიპტეს ოფიციალური პირების ცნობით, დღეს ქაიროში უცნობმა პირმა სინაგოგის მახლობლად ბომბის აფეთქება სცადა.

ასაფეთქებელ მოწყობილობას ცეცხლი წაეკიდა, მაგრამ ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
ოფიციალური პირები იუწყებიან, რომ უცნობი პირი სინაგაგოგის მოპირდაპირე მხარეს მდებარე სასტუმროში გაჩერდა. მან სასტუმროს ფანჯრიდან სინაგოგის მიმართულებით ჩემოდანი ისროლა. ჩემოდანში საწვავით სავსე რამდენიმე თუნუქი და უცნობი პირის ტანსაცმელი იდო. ინციდენტის შემდეგ უცნობი პირი მიიმალა და პოლიცია მას ამჟამად ეძებს.


უნდა აღინიშნოს, რომ 2009 წელს ქაიროს ტურისტულ უბანში იმპროვიზებული ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად ფრანგი ტურისტი დაიღუპა.


XS
SM
MD
LG