ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტოიოტას პრეზიდენტი აშშ კონგრესში გამოვა


კომპანია ტოიოტას თავკაცი ამერიკელი კანონმდებლების წინაშე გამოსვლას დათანხმდა. მოსმენა მომავალი კვირისთვის იგეგმება. კომპანიის პრეზიდენტს, ამერიკელი კანონმდებლების წინაშე მათი ქარხნების მიერ წრმოებული ავტომანქანების უსაფრთხოების შესახებ კითხვებზე პასუხების გაცემა მოუწევს.

კომპანია ტოიტას პრეზიდენტმა აკიო ტოიოდამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ იგი აპირებს ახსნას, თუ რით იყო გამოწვეული ტოიოტას უკანასკნელი პრობლემები.

ბატონმა ტოიოდამ მიპატიჟება ამერიკელი კონგრესმენისგან ედოლფუს ტაუნსისგან მიიღო. წარმომადგენელთა პალატის წინაშე აკიო ტოიოდა შემეგ კვირას წარსდგება. კონგრესმენ ტაუნსის განცხადებით, ამერიკელი მომხმარებელი დარწმუნებული არაა იმაში თუ რამდენად უსაფრთხოა ტოიოტას ავტომანქანები, და ამიტომ საჭიროა ნათელი მოეფინოს შექმნილ სიტუაციას.

XS
SM
MD
LG