ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინტერვიუ აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან


ქალბატონო მდივანო, თქვენ ირანში შარშანდელი არჩევნების შემდეგ, რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ძალაუფლების ზრდის შესახებ მანამდეც ილაპარაკეთ. ახლა თუ შეიძლება ამის და ირანის ბირთვული საკითხის შესახებ ჩვენც გვესაუბრეთ. სთხოვა ჰილარი კლინტონს ამერიკის ხმის კორესპონდენტმა დეივიდ გოლასტმა:

„მე ვთვლი, რომ ეს სულაც არ არის კარგი ირანის ხალხისთვის და საერთაშორისო საზოგადოებრიობისთვის. ჩვენი დაკვირვებით, რევოლუციის გუშაგდა ძალაუფლების გაფართოება, ქვეყნის უშიშროების უზრუნველყოფის გარდა ახლა უკვე პოლიტიკურ და ეკონომიკის სფეროებსაც მოიცავს. ისინი იმ შეიარაღებულ ფორმირებასაც აკონტროლებენ, რომელიც დემონსტრაციების სისხლიანი დარბევით გამოირჩევა. როგორც ჩანს ირანის მართვაში, პოლიტიკოსებისა და სასულიერო პირების ხარჯზე, ახლა სულ უფრო და უფრო დიდ მონაწილეობას რევოლუციის გუშაგები იღებენ. ამიტომაც ჩვენ ვცდილობთ რომ სანქციების ნაწილი სწორედ მათ წინააღმდეგ მივმართოთ. ამ ორგანიზაციის წევრები აქტიურად იღებენ მონაწილეობას ბიზნეს და ეკონომიკის სფეროებში. ასე მაგალითად თეირანის აეროპორტი რევოლუციის გუშაგებს ეკუთვნის. ჩემის აზრით გვარდიის ძალაუფლების ზრდა ირანის ხალხის წინააღმდეგ რეპრესიების გახშირების საფუძველს ქმნის. სანქციების შემოღების შესახებ კი ის გვინდა ვთქვათ, რომ ეს ზომები ირანის ხალხის კი არა რევოლუციის გუშაგების წინააღმდეგაა მიმართული". განაცხადა ქალბატონმა კლინტონმა.

„რას ფიქრობთ? ეცდებიან თუ არ სასულიერო პირები და პოლიტიკოსები მათი შესუსტებული ძალაუფლების დაბრუნებას?"

„ჩემის აზრით მათ საკუთარი სურვილით დათმეს ძალაუფლება. როდესაც პრეზიდენტმა ობამამ ირანთან მოლაპარაკებების გამართვის წინადადება გამოთქვა, ბევრი ექსპერტი თვლიდა, რომ თეირანი საპასუხო ნაბიჯს გადადგამდა, რომ ოცდაათწლიანი დაპირისპირების შემდეგ დადგა იმის დრო, რომ თეირანს და ვაშინგტონს დიალოგი გაემართათ. ურთიერთობის ხელახალი გამწვავება შეიძლება იმის ბრალი იყოს, რომ ამერიკა ირანის არჩევნებს აკრიტიკებდა და ამან კი რევოლუციის გუშაგებს კიდევ უფრო გაუხსნა ხელ-ფეხი. თუმცა ამის დაზუსტებით თქმა ძნელია". აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა.

დოჰაში სიტყვით გამოსვლისას თქვენ განაცხადეთ, რომ ირანი ბირთვული იარაღის მოპოვებას ლამობს. არის თუ არა ეს განცხადება იმის მიმანიშნებელი, რომ ამერიკა სარწმუნო ინფორმაციას ფლობს ამის შესახებ? იყო კითხვა:

„დიახ. თუ ეს ასე არაა მაშინ რატომ ცდილობდა ირანი ყუმის ბირთვული ობიექტის დამალვას წლების განმავლობაში? რატომ უნდა იუარო თეირანის ბირთვულ ობიექტზე დამკვირვებლების შეშვება? რატომ აგრძელებს ირანი საერთაშორისო საზოგადოებრიობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ ურანის გამდიდრებას? უპასუხა კითხვას ჰილარი კლინტონმა. სიტყვით გამოსვლისას თქვენ ისრაელსა და პალესტინელებს შორის მშვიდობის დამყარების იმედი გამოთქვით. რა გაძლევთ ამის თქმის საშუალებას? დაუსვა კითხვა ქალბატონ კლიბნტონს დეივიდ გოლასტმა:

„ჩემის აზრით, აუცილებელია ოპტიმისტად დარჩენა. პალესტინელი ხალხი სახლემწიფოს შექმნის კანონიერ უფლებას ფლობს. ასევე ისრაელის მხრიდან უშიშროების დაცვის მოთხოვნაც კანონიერია. კონფლიქტის დასრულება ებრაელებსა და არაბებს შორის სულ სხვა ურთიერთობების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. მე ისრაელის ბევრ პრემიერ-მინისტრთან და პალესტინელთა ლიდერთან მქონია საქმე. ბეგინი, შარონი და ოლმერტიც მიხვდნენ იმას, რომ წმინდა მიწაზე ორი სახელმწიფოს თანაარსებობა ისრაელის ინტერესებში შედის. ხოლო პალესტინელებმა კი გაიაზრეს ის, რომ სახელისუფლებო ვაკუუმის გაჩენა ტერორიზმის წარმოშობას იწვევს" განაცხადა სახელმწიფო მდივანმა. ამერიკის ხმის კორესპონდენტთან საუბრისას.ზაქარია კიკნაძე, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი.


XS
SM
MD
LG