ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთმა შეაჩერა ირანისთვის თავდაცვითი სარაკეტო სისტემის მიწოდება


რუსეთის ოფიციალური პირების განცხადებით მოსკოვმა ირანისთვის თავდაცვითი სარაკეტო სისტემის ეს-300-ის მიყიდვა შეაჩერა. ამის მიზეზად კრემლის მაღალჩინოსნები ტექნიკურ პრობლემას ასახელებენ. რუსეთის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის სამსახურის ხელმძღვანელი ალექსანდრ ფომინი აცხადებს, რომ ირანისთვის რაკეტების მიწოდება ამ პრობლემის აღმოფხვრის შემდეგ განახლდება. აღსანიშნავია, რომ ფომინი არ აკონკრეტებს, თუ რაში დმგომარეობს ტექნიკური პრობლემა. ისრაელი და შეერთებული შტატები რუსეთის მიერ ირანისთვის რაკეტების მიყიდვას თავიდანვე კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. ეს -300 საბჭოთა პერიოდის საჰაერო თავდცვითი სისტემაა, რომელიც თვითმფრინავების და რაკეტების ჩამოსაგდებად გამოიყენება. დამოუკიდებელი რუსი ექსპერტი პაველ ფელგენგაური აცხადებს:

„ის ფაქტი, რომ ირანს არ გააჩნია ეს -300 მის საჰაერო თავდაცვაში არსებულ ხვრელზე მიუთითებს. ასეთი ნაკლოვანება ცხადყოფს, რომ ირანი თავს ვერ დაიცავს შეტევებისგან."

ასეთი შეტევა კი შესაძლოა მას ისრაელისგან დაემუქროს, რომელიც ანის ბირთვულ პროგრამას რეგიონში მის წინააღმდეგ მიმართულ პოტენციურ საფრთხედ მიიჩნევს. ირანის ბირთვული პროგრამის შეჩერებას რუსეთიც ემხრობა.

„ლავროვის თქმით, საერთაშორისო ატომური სააგენტოს მიერ ირანისთვის გაკეთებული შეთავაზება გასული წლის ოქტომბერში საფრანგეთის, რუსეთის და შეერთებული შტატების მიერ ირანის ბირთვული რეაქტორისთვის საწვავის მიწოდებას ითვალისწინებდა." ლავროვი აცხადებს, რომ ირანი ამ შეთავაზებაზე უნდა დათანხმდეს.


XS
SM
MD
LG